x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ნუ შეგეშინდებათ კომფორტის ზონიდან გასვლა - 6 უნიკალური მეთოდი, რომელიც თქვენს ცხოვრებას სიყვარულით აავსებს

image


სიყვარული ყოველთვის მაშინ მოდის, როცა ამისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ. ის უსაზღვროა, უფრო დიდია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თუკი დღეს, თქვენ არავის უყვარხართ, სულაც არ ნიშნავს, რომ არც ხვალ არავინ შეგიყვარებთ, რა თქმა უნდა არა.. არ ღირს ამის გამო ცრემლების ღვრა და თვითგვემა. როცა ამას ბოლომდე გააცნობიერებთ, მიხვდებით, რომ ცხოვრებაში სიყვარულის მოზიდვა არც თუ ისე რთულია. საიდან დავიწყოთ? როგორ მოვიქცეთ? ამ კითხვებზე პასუხი იმ მარტივ და სასწაულმოქმედ 6 მეთოდშია, რომელიც თქვენს ცხოვრებას სიყვარულის ზებუნებრივი ძალით აავსებს.


image


  • იყავით მადლობელი იმ სიყვარულისთვის, რომელიც უკვე არსებობს თქვენს ცხოვრებაში


თქვენი მთავარი ამოცანაა - მიიღოთ უკვე არსებული სიყვარული და მთელი გულით მადლობელი იყოთ ამისთვის. დამიჯერეთ, ეს არც თუ ისე რთულია, საჭიროა მხოლოდ ყურადღებით მიმოიხედოთ გარშემო და გააცნობიეროთ, შეიგრძნოთ სიყვარული, რომელიც წლებია თქვენთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ თქვენ მას იმდენად მიეჩვიეთ, რომ უკვე ვერც კი ამჩნევთ, ამ დროს ის თქვენს გვერდითაა, თქვენს გარშემოა. ნუ დაიზარებთ, მადლირებით გაიხსენეთ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ წარმოუდგენელ განცდას განიჭებთ. არა აქვს მნიშვნელობა თუ ვინ არის ეს ადამიანი: თქვენი კოლეგა, ერთგული და საუკეთესო მეგობარი ან თუნდაც, იგივე ბარისტა, რომელიც თქვენს საყვარელ კაფეში ყავას ყოველ დილით - მთელი სიყვარულითა და მზუნველობით გიმზადებთ. არა აქვს მნიშვნელობა თუ ვინ არის "ის" - მთავარია, რომ მას მადლობა გადაუხადოთ, განსაკუთრებულ - ენერგეტიკულ დონეზე.


image


  • ნუ იქნებით პასიური - გაუწოდეთ ხელი პირველმა


აბა, კარგად გაიხსენეთ შეხვედრაზე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამდენ მეგობარს უთხარით უარი? სამყარო შანს ყოველდღე გაძლევთ რომ ახალ ადამიანებს შეხვდეთ, იგრძნოთ მათი ზრუნვა და სითბო. თქვენი ამოცანა - უმარტივესია: გიყვარდეთ და სხვა ადამიანებსაც დართოთ ნება რომ უყვარდეთ.


image


  • ნუ შეგეშინდებათ კომფორტის ზონიდან გასვლ


ალბერტ აინშტაინმა ერთხელ თქვა: "სიგიჟეა, აკეთო ერთი და იგივე და ელოდო განსხვავებულ შედეგს". როცა გვეჩვენება რომ არავის ვუყვარვართ, არავინ გვიმჩნევს და ადამიანურ სითბოს არავინ გვიზიარებს, ეს ერთ რამეზე მიანიშნებს - ჩვენ სხვანაირად უნდა ვიმოქმედოთ და ეს, უკვე დღეიდან, ამ წუთიდან უნდა დავიწყოთ. ამაში რთული არაფერია: ჩაეწერეთ შემოქმედებითი წერის კურსებზე, წადით წვეულებაზე, სადაც შეიძლება მხოლოდ ერთ სტუმარს იცნობდეთ. მთავარია - ისეთი რამ გააკეთოთ, რაც ადრე არასდროს გაგიკეთებიათ. სწორედ ასე "გამოძვრებით" მოსაწყენი "კომფორტის" ზონიდან. თბილ "ჭაობში" ყოფნით, თქვენ ვერასდროს შეხვდებით თქვენს მეორე ნახევარს და ვერ შეიძენთ ახალ მეგობრებს. ასე რომ, შანსი გეძლევათ სიყვარული თქვენს ცხოვრებაში მოიზიდოთ, ამისთვის კი, არც გმირული და არც რაიმე ზებუნებრივი ქმედების ჩადენა არ გევალებათ.



image


  • შეიყვარეთ საკუთარი თავი


შეუძლებელია შეგიყვარონ ან თქვენ თავად შეიყვაროთ, სანამ პირველ რიგში, თქვენ არ ისწავლით საკუთარი თავის სიყვარულს. განსაზღვრება - "საკუთარი თავის სიყვარული" - ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე სურნელოვანი აბაზანის მიღება ან ძვირადღირებული, საკოლექციო ღვინით თავის განებივრება. საკუთარი თავის ჭეშმარიტი სიყვარული ნიშნავს, გააკეთოთ ყველაფერი ის, რაც თქვენი გონებისთვის, სხეულისთვისა და სულისთვის ყველაზე სასარგებლოდ და მართებულად მიგაჩნიათ, თუნდაც, ხანდახან საკუთარი თავისთვის ამის აღიარება გერიდებოდეთ. სწორედ ამის შემდეგ, შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ვიმსახურებთ ნამდვილ, ჭეშმარიტ სიყვარულს.


image


  • იყავით კეთილები


ნამდვილი და უანგარო სიკეთე - სიყვარულის ერთ - ერთი ყველაზე დიდებული ფორმაა, რომელიც საკუთარი "ნაწილის" მეორე ადამიანისთვის ჩუქებას ნიშნავს, რათა მას გზა გაუნათოთ, მისი ცხოვრება ცოტათი მაინც შევამსუბუქოთ. ჩვენ თავად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი სიკეთე"შევიტანოთ", არ დაველოდოთ არც თხოვნას, არც მინიშნებას. საუბარია ელემენტარულ ყურადღებაზე მაგ: მოვამზადოთ გემრიელი კექსი კოლეგებისთვის, ვუთხრათ მეზობელს კომპლიმენტი, რომელსაც ეს - ესაა შემთხვევით გადავაწყდით ან თუნდაც, ყოველივე მიზეზის გარეშე, გავუგზავნოთ მეგობარს თბილი და გამამხნევებელი ტექსტური შეტყობინება. ყურადღების გამოვლენის ამ პატარა ჟესტმა შეიძლება, როგორც თქვენი, ასევე სხვა ადამიანების ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. აჩუქეთ სიკეთე ადამიანებსა და სამყაროს და მერწმუნეთ, თქვენ ის უკან ასმაგად დაგიბრუნდებათ.



image


  • წარსულისგან სინანულის გარეშე გათავისუფლდით და ის სამუდამოდ დაივიწყეთ


თითოეულ ჩვენგანს ალბათ არაერთი სევდიანი სასიყვარულო ისტორია მოეპოვება. შესაბამისად, ეჭვი გვეპარება, შევძლებთ კი თავიდან კვლავ შეყვარებას, პასუხი თქვენ თავად იცით - "შეძლებთ, აუცილებლად შეძლებთ", თუმცა სიყვარული ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლას ვერ შეძლებს, თუკი მას ჩვენს გულს არ გაუღებთ და მისთვის პატარა ადგილს მაინც არ გავათავისუფლებთ. სიყვარულის მოლოდინი ნიშნავს, რომ ვემშვიდობებით წარსულს, ვთავისუფლდებით ტკივილისგან და ახალი, ბედნიერების მომტანი ურთიერთობისთვის ვემზადებით. ის, რომ თქვენ გული გატეხილი გქონდათ (თან ერაერთხელ) მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, თქვენ მზად ხართ ისევ რომ გიყვარდეთ, რომ ისევ თავდავიწყებით უყვარდეთ. იცოდეთ, სიყვარული მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდის, როცა მას მოუთმენლად ელიან.


image





0
71
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
71