x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იესო ქრისტემ ვაჭრები ტაძრიდან გაყარა - რა ელით მათ, ვინც ეკლესიებში ვაჭრობა გააჩაღა?
image

ყველა სახარებაში ნათქვამია, რომ იესო ქრისტემ თოკისგან მათრახი გააკეთა და ტაძრიდან ვაჭრები გააძევა.

"იუდეველთა პასექი მოახლოვდა და იესო იერუსალიმში მივიდა და დაინახა, რომ ტაძარში ხარები, ცხვრები და მტრედები იყიდება და ფულის გადამცვლელები სხედან. და გააკეთა თოკებისგან მათრახი და გაყარა ტაძრისაგან ყველა, ცხვარნიც და ხარიც. ფული გადაუყარათ და მათი მაგიდები ააყირავა. და უთხრა მათ მტრედების გამყიდველებს: წაიღეთ აქედან ყველაფერი და ნუ გახადეთ მამაჩემის სახლი სავაჭრო სახლად." იოანეს სახარება, თავი 2:

ტაძარში ვაჭრები არ იყვნენ. იქ არავინ არ მისცემდა მათ შესვლის უფლებას.

იესო ქრისტემ ვაჭრები და ფულის გადამცვლელები ტაძრის ეზოდან გაიყვანა.image


ეს იყო მისი გარე კედლის ეზო, რომელიც ასევე მდებარეობს ტაძრის მთაზე.

ტაძარში მხოლოდ ებრაელებს შეეძლოთ შესვლა, ტაძრის გარე ეზოში კი ყველას შეეძლო შესულიყო, წარმართებსაც, იქ ცვლიდნენ რომაულ ფულს ებრაულზე, რომელიც შემოწირულობებისთვის იყო განკუთვნილი.

ამ ტერიტორიას ასეც ეძახდნენ, წარმართების ეზო.

იესო ქრისტემ იმ ტერიტორიიდან გაყარა ვაჭრები, სადაც ყველას შეეძლო ყოფნა, რადგან, ეს ეზო პირდაპირ ტაძარისკენ მიმავალი გზა იყო. image

ახლა, თითქმის ყველა ეკლესიაში და ტაძარში არის საეკლესიო მაღაზიები, სადაც ისინი ყიდიან სანთლებს, ხატებს, ჯვრებს, უკვეთავენ ლოცვებს და ფულს იხდიან სხვადასხვა საეკლესიო მომსახურებაში.

არის თუ არა ეკლესია, თავად ღვთის ტაძარი სავაჭრო ადგილი?

იესო ქრისტემ გააძევა ვაჭრები და ფულის გადამცვლელები ტერიტორიიდან, რომელიც ტაძარს ეკუთვნოდა. დღევანდელი ეკლესიები, მაცხოვრის საკათედრო ტაძრები გადაიქცა ჩვეულებრივ ბიზნეს-ცენტრებად, ვაჭრობის და ფულის მოგების ადგილად.
რა დაემართებათ მათ, როდესაც იესო ქრისტე მეორე მოსვლის დროს მოვა?




1
408
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
408
  
2021, 31 ივლისი, 15:31
მეორედ მოსვლა სწორედ "ვაჭრების", ფარისევლებისათვის იქნება. ისევ განიდევნებიან ტაძრიდან მწიგნობრები, ცრუ მორწმუნენი.
0 1 1