x
image
ეკა ლაცკა
მურმან ჯინორიას კიდევ ერთი კეთილი საქმე, რომლის განხორციელებასაც მსახიობმა 7 წელი მოანდომა
image

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, რომლის სახელი და გვარი იცის ყველამ.

აბსოლიტურად განსხვავებული და ინდივიდუალური მანერების მქონე ხელოვანი - მურმან ჯინორია!

კაცი, რომელმაც თავისი უზადოდ შესრულებული როლებისა და მხატვრული ოსტატობით წარმოჩინებული პოეზიის გარდა, კიდევ ერთი რამით გაუძლიერა საკუთარ ხალხს მისადმი სიყვარული.


image


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ სორტაში, რომელიც მურმანის მშობლიური სოფელია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია მსახიობმა საკუთარი ხელით და სახსრებით ააშენა.

ტაძრის ასაშენებლად მას 7 წელი დასჭირდა.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მომღერალი ლაშა ღლონტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.


image


„ბატონი მურმან ჯინორიას მიერ საკუთარი ხელით აშენებული ეკლესია სამეგრელოში, მშოლიურ სოფელში, ულამაზეს სორტაში. საკუთარი შრომით და მწირი ჰონორარებით მთელი ცხოვრება აშენებდა და მხოლოდ ახლახანს დაასრულა. დღეს იქ უკვე წირვა აღევლინება. შეუწიროს უფალმა ეს უკეთილშობილესი საქმე ჩვენს გენიალურ ხელოვანს“,

- წერს ლაშა ღლონტი.


0
466
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0