x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"დაოჯახებაზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვაპირებ, თავისუფლება მიყვარს" - რას ამბობს ევროპის ღია ჩემპიონი
ლაშა ბექაური

ახლახან ჩამოფრინდა, მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატზე სადაც ევროპის ღია პირველობა მოიპოვა და საქართველო ასახელა, ყოველ შეჯიბრზე ფიქრობს რომ მის უკან ქვეყანა და გულშემატკივრები არიან და აუცილებლად გაიმარჯვოს

  • როდის და სად იყო შენი პირველი გამარჯვება
  • შვიდი წლის ასაკში შევედი ძიუდოზე, რვა წლის ვიყავი როდესაც რაიონულ ჩემპიონატზე გავედი და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე.
  • რატომ გადაწყვიტე სპორტის ამ სახეობას გაყოლოდი
  • პირველად მამაჩემმა შემიყვანა ძიუდოზე, ძალიან ბედნიერი მომენტია როდესაც იმარჯვებ და ამ ბედნიერი წამების გამო ღირს ვარჯიში და მონდომება, ამასთან ერთად საქართველოში სპორტის ამ სახეობას დიდი ყურადღება ექცევა და ძალიან პერსპექტიულია, ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა ძიუდო და ყველაფერს ვაკეთებ ვაკეთებ ამ სპორტში ჩემი განვითარებისთვის. უფლის წყალობით მივაღწევ იმ მწვერვალს რასაც ქვია ოლიმპიური ჩემპიონიბა, მაქვს სურვილი რომ ვიყო პირველი სწორედ ამ პრეტენზიით მივყვები დღემდე სპორტის ამ სახეობას.
ლაშა ბექაური

  • რას გრძნობ როდესაც შეჯიბრზე გადიხარ?
  • როდესაც შეჯიბრზე გავდივარ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემს უკან სამშობლო და ხალხი დგას რომელიც მგულშემატკივრობენ და დამარცხების უფლება არ მაქვს, ყოველ შეჯიბრზე გამარჯვების იმედით გავდივარ და მჯერა რომ დღის ბოლოს საქართველო ჰიმნს ავაჟღერებ და ამ ბედნიერი მომენტით დავტკბები
  • რამდენი გამარჯვება გაქვს მოპოვებული?
  • გამარაჯვება ძალიან ბევრი მაქვს სხვადასხვა დონის შეჯიბრებზე მაგრამ ამ გამარჯვებებიდან გამოვყობდი სამ უმაღლეს ტიტულს 2017 წელს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობას და 2018 წელს უკვე უფროს ასაკში მსოფლიოს ჩემპიონობას
ლაშა ბექაური

  • სულ ახლახანს ევროპის ღია პირველობა მოიპოვე, ჯილდო გადმოქცა საქართველოს სპორტის ფედერაციამ?
  • დილით ჩამოვედი რუმინეთიდან მოიცა ჯერ და ალბათ იზამრნ რამეს, ახლახანს გავხდი ჩემპიონი და ჯილდოც რათქმაუნდა იქნება
  • როგორ ფიქრობ სპორტსმენი საქართველოში დაფასებულია?
  • მევფიქრობ რომ დაფასებულია იმიტომ, რომ თუ სპოტსმენი შედეგს მიაღწევს ანაზღაურებაც და ფულადი პრემიაც დამაკმაყიდილებია, ჩვენი სპორტის სახეობას რაც შეეხება, გვაქვს შეჯრებები უფასო, როგორც საქართველოში ისე ფარგლებს გარეთ და რაც სპორტსმენს ჭირდება ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს. შენზეა დამოკიდებული რამდენად მოინდომებ

ლაშა ბექაური

  • ბევრი გულშემატკივარი გყავს?
  • კი ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავს რაც ძალიან მახარებს და დიდ სტიმულს მაძლევს, რომ ყველაფერი გვაკეთო და გავახალისო მათი ცხოვრება ჩემი გამარჯვებით.
  • დაოჯახებაზე არ გიფიქრია?
  • დაოჯახებაზე ვფიქრობ მაგრამ არ ვაპირებ, თავისუფლება მიყვარს .
0
409
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0