x
პრობლემა გვაქვს!

ალბათ, საკმარისი არ იყო RUSSIA 1-ის მიერ მომზადებული გადაცემა, სადაც ირმა სოხაძე რუსულად მღერის და მერაბ კოკოჩაშვილი რუსული ფილმის ბაზრის დაკარგვას მისტირის, ხოლო თავად ჟურნალისტი მაქსიმ კისილიოვი, სიამაყით აცხადებს, რომ ათი წლის წინ კინაღამ გაწყვეტილი ძაფი შენარჩუნებულია და ამჟამად საქართველოში ჩამოსული 3 ტურისტიდან 2 -რუსია, ხოლო რუსული ენა საქართველოში ისევ მოთხოვნადია, ამას დართული სამარცხვინო კადრები, სადაც მართლაც ჩანს რუსული წარწერებით გადაპენტილი ძირითადი ტურისტული ადგილები. საინტერესო ის კი არ არის, რომ რუსი ტურსიტები მარტივად რომ ვთქვათ, უკმაყოფილებას გამოხატავენ ქართველების მიერ გაკრულ სტიკერებზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს 20% ისევ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, არც ისე არის საინტერესო, რომ ქართველი ძველი თაობა და მათ შორის, ხელოვანების უმრავლესობა ღიად და დაუფარავად ისევ რუსეთს მისტირის, საინტერესო ის არის, რას აკეთებს ამ დროს მთავრობა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ? სულ ცოტა ხნის წინ ქართულ ინტერნეტ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ საიმიჯო კლიპები დაუკვეთა რუსულ არხებს.ამიტომ, "ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან" გადავამოწმე.მათ არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ 2019 წელს საიმიჯო რესურსის გავრცელებისთვის დაკვეთა მისცეს Bloomberg, CNN, Conde Nast, national geographic-ს, მაგრამ არცერთ რუსულ არხზე საიმიჯო დაკვეთა 2019 წლისთვის მათ არ განუხორციელებიათ.

image

თუ საქართველოს პოპულარიზაცია რუსეთში რეკლამის გარეშეც მიმდინარეობს, რუსული არხები ჩამოდიან და მასობრივად ამზადებენ გადაცემებს, ბლოგერები კი YOUTUBE ზე და INSTAGRAM-ზე ათასობით პოსტს აშეარებენ საქართველოდან - საქართველოს შესახებ, თუ მუდმივად ცდილობენ, ნოსტალგიის გაღვიძებას (განსაკუთრებით, ძველი თაობის ადამიანებში), თუ ქუჩებში ხალხი ისევ რუსულად ალაპარაკდა და რუსი ტურისტები კი არ ითხოვენ, არამედ მოითხოვენ რომ რუსულად გასცე პასუხი, ხომ არ ფიქრობთ რომ პრობლემა გვაქვს? ხომ არ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი რუსი, რომელიც ჩამოდის, იმ ილუზიით არ უნდა იკვებებოდეს, რომ აქ ხელგაშლილი დახვდებიან, რადგან ზუსტად მისი ფულით ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები.რომ მას ელოდებიან, რომ მას აუცილებლად კარგად მიიღებენ და ღმერთმა არ ქნას, ვინმეს რამე წამოცდეს ოკუპაციაზე. ძალიან მარტივი კითხვა ჩნდება: დაგავიწყდათ რუსული ნარატივი?

image

10
173
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
173
  
2019, 15 ივნისი, 12:43
Aqauri
Chven ise mogvdis, kacs sheginebaze reaqcia ar hqondes, debilo utxran da imaze gacecxldes! Agvistos 5 dge! Am saxelwodebit amerikelembma gadaiges filmi. 2008w agvistos 5 dge da shemdeg 2 tve iyo yvelaze mdzime dro 21 saukuneshi saqartvelostvis! Magram ra? gavutaret okuppantebs! Kai, dzala agmarts xnavs, magram rac shegvidzlia imasac ar vaketebt! Ghirseba da tavmoyvareoba dabal doneze gvaqvs! Amitom gvibedaven da undat LGpD prides chatareba! Iq Azerbaijan David Garejs gvedaveba!Mavani da mavani qartveli e.w rus , moskovis urdo s, turistebs sixarulit egebebian! Yvelaferi fulze ar iyideba! Mivmartav saqartvelos presidents, parliaments agvistos es 5 dge gamocxsddges sayoveltao glovis dged! Chiaiketos rusetis( moskovis urdos) sazgvari! momavali wlidan IKao shevides ganacxadi da 5 dgis ganmavlobashi Aikrdzalos "rusetis "mimartulebit frenebi.Aekrdzalos yvela "rusul "aviakompanias saqartvelos tavze gadafrena( somxebma jandabidan mouaron da ise chafrindnen erevanshi, egec bagramianis batalionis qmedebebze sapasuxod!) Am qmedebibit pativs mivagebt daghupuli qartvelebis xsovnas! Da roca chven avimaghlebt girsebas sxvebi tu ar daGvafaseben, angarishs gagviceven mainc! Da verc lgpt prides chatarebas gagvibedaven, arc Davit Garejis dasakutreba moundebat da verc sxva qmedebebs!! Chveni mtavsri chiri am etapze aris moskovis urdo, imuninets ver avimaghlebt tu chirs, viruss winaagmdegobas ar gavucevt chvenishesadzleblobis farglebshi! Da rac mtavaria ,Qartvelebi tu ar davchamt ertmanets, samshoblos xeiria!!!
2019, 6 ივნისი, 14:02
რაღაცა ვერ დაგეთანხმებით. არანარი დამოძღვრა არ არის სტატიაში. ნუ ადამიანია და გუნება-ვის როგორ ესმის )))
2019, 6 ივნისი, 9:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 6 ივნისი, 8:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 6 ივნისი, 8:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 6 ივნისი, 8:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 6 ივნისი, 8:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი HILDA-ის კომენტარზე
2019, 6 ივნისი, 7:44
და ვინ გითხრათ,რომ ვინმეს უნდა მივსტიროდეთ?
2019, 6 ივნისი, 0:57
თქვენ მისტირეთ აშშ-ს და როგორც უკვე 20 წელზე მეტია გაბლაყუნებთ, ისე დარჩებით მაგათგან ნაბლაყუნები ბოლომდე.
2019, 4 ივნისი, 21:14
კარგი ხარ:))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10