x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქალმა მთელი თავის დანაზოგი პლასტიკურ ოპერაციაში დახარჯა, რომ ტელე-შოუში მოხვედრილიყო, მაგრამ გეგმა ჩაეშალა
image

ბრიტანელმა ემილი დორელიმ(Emily Dorrell)მთლიანად დახარჯა საკუთარი დანაზოგი 15 000 ფუნტი სტერლინგი პლასტიკურ ოპერაციებში იმისთვის, რომ პოპულარული რეალიტი შოუს-"სიყვარულის კუნძულის"(Love Island) მონაწილე გამხდარიყო, იუწყება The Sun-.


ქალმა მიმართა რეალიტი შოუს მესვეურებს თხოვნით, რომ კასტინგზე დაეშვათ, რაზეც თანხმობა მიიღო, პროდიუსერის კეთილგანწყობილმა ტონმა ემილის აფიქრებინა, რომ შოუში მონაწილეობა მას გარანტირებული აქვს და დაფაცურდა.


27 წლის ემილის ოცნება ტელევიზიაში მოხვედრა იყო, თუმცა ჩათვალა, რომ გარეგნობა არასაკმარისად დამაკმაყოფილებელი იყო და რაც დაგროვილი ფული ჰქონდა-15 000 ფუნტი სტერლინგი მთლიანად პლასტიკურ ოპერაციებზე დახარჯა, მან ივარაუდა, რომ რაც უფრო დაემსგავსებოდა შოუს გმირებს, მით უფრო ადვილად მიიღებდნენ, თუმცა ემილიმ გადაცემიდან მოწვევა არ მიიღო.


image

დორელიმ აღიარა, რომ იმ მოდელებით იყო შთაგონებული, რომლებიც საკუთარი გარეგნობით ირჩენენ თავს, აგრეთვე მან იცოდა, რომ რეალიტი შოუს Love Island-ის ბევრ მონაწილეს აქვს მსგავსი ოპერაცია გაკეთებული.

image

ნათესავებმა დორელს ზურგი შეაქციეს, ჩათვალეს, რომ იგი ეგოისტურად მოიქცა, თუმცა თავად დორელი თვლის, რომ საკუთარი მომავლისთვის საჭირო ინვესტიცია განახორციელა.

image

0
410
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0