x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ ვიმეცადინოთ ეფექტურად გამოცდებისთვის - 12 მარტივი ხერხი
გამოცდები უკვე ახლოსაა, ამიტომაც სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე გონივრულ ხერხს, რათა ინფორმაცია უფრო მარტივად და სწრაფად დაიმახსოვროთ. ეს ხერხები მეხსიერების გაუმჯობესაბაში დაგეხმარებათ და გამოცდებში უკეთეს შედეგს აჩვენებთ. თავად სცადეთ!








1. თვალებით კითხვის ნაცვლად, ხმამაღლა წაიკითხეთ.

image








2. ინფორმაციის უფრო მარტივად დასამახსოვრებლად, გონებაში შექმენით რუკა, ერთმანეთთან დააკავშირეთ მსგავსი საკითხები. თავადაც გაგიკვირდებათ, რამდენად დაგეხმარებათ ეს გამოცდაზე.

image







3. ტექსტში მნიშვნელოვანი ნაწილების გამოსაკვეთად გამოიყენეთ ფერადი მარკერები.

image








4. პატარა ფურცლებზე დაწერეთ მნიშვნელოვანი კონცეფციები, ციტატები, დეფინიციები და ფორმულები.


image








5. მეცადინეობის დროს ცოტა ხნით შეისვენეთ ხოლმე, რათა ტვინს საშუალება მისცეთ, შეისვენოს, მიღებული ინფორმაცია გადაახარისხოს და მოემზადოს ახლის მისაღებად.

image








6. სამეცადინო გარემოს რეგულარულად შეცვლამ შესაძლოა, თქვენს ტვინზე დადებითად იმოქმედოს. სცადეთ!

image








7. ძნელად აღსაწერი ინფორმაციის დასამახსოვრებლად დახაზეთ გრაფები, რათა ვიზუალურად უფრო მარტივად აღიქვათ მასალა.

image








8. გამოცდამდე კარგად გამოიძინეთ. თქვენს ტვინს დასვენება სჭირდებათ. არავითარ შემთხვევაში არ გაათიოთ ღამე!

image








9. სხვებთან ერთად სწავლა კარგი ხერხია იმისთვის, რომ ახალი ინფორმაცია მიიღოთ და საკუთარი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროთ. ამ დროს ხომ თავადაც უკეთ გამახსოვრდებათ!

image








10. ეცადეთ, რეალურ სამყაროში იპოვოთ შესაბამისობა იმ საკითხებთან, რასაც კითხულობთ. თუ ყველაფერს თქვენ ირგვლივ მოუძებნით მაგალითს, ინფორმაცია უფრო მარტივად დასამახსოვრებელი გახდება.

image








11. მიმართეთ მედიაციას, რათა კონცენტრირებული დარჩეთ და გამოცდის წინ ნერვიულობა და სტრესი შეამციროთ.

image








12. შეარჩიეთ სწორი მუსიკა იმისთვის, რომ თქვენი პროდუქტიულობა გაიზარდოს და ხასიათიც გამოგიკეთოთ.

image

წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე!







ასევე დაგაინტერესებთ:


1. სიტყვები, რომლებიც ხშირად გვერევა ერთმანეთში - დაიმახსოვრეთ განსხვავება!

image


2. რატომ უნდა შეწყვიტოს მშობელმა შვილის საშინაო დავალების გაკეთება

image


3. 21 კრეატიული მასწავლებელი, რომელთა გაკვეთილებს არასდროს გააცდენდით

image

0
204
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0