x
მეტი
  • 26.08.2019
  • სტატია:93919
  • ვიდეო:342286
  • სურათი:456230
რევოლუცია ავიაციაში-კომპანია KLM "გიტარა-თვითმფრინავზე" მუშაობს

image

ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM მუშაობს სრულიად ახალი დიზაინის თვითმფრინავზე, რომელმაც შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ავიატრანსპორტის ფორმა და კომპონენტები.


ახალ ლაინერს Flying-V -ს ფრთების სიგანე ისეთივე აქვს, როგორც ჩვეულებრივ თანამედროვე თვითმფრინავებს, თუმცა ბორტზე 314 მგზავრს დაიტევს.

image

საჰაერო ხომალდს დაარქვეს Gibson Flying-V-ლეგენდარული გიტარის სახელი, რომელიც 1958 წლიდან გამოდის, მასზე უკრავდნენ ისეთი ლეგენდარული გიტარისტები, როგორებიცაა ალბერტ კინგი, ჯიმი ჰენდრიქსი, კიტ რიჩარდსი, მაიკლ შენკერი "სკორპიონიდან" და სხვები.

image

V ფორმის თვითმფრინავი შეიმუშავეს დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებმა.


ხომალდს ტურბოძრავები უკანა ნაწილში ექნება.ინჟინრები ამტკიცებენ, რომ მსგავსი უნიკალური კონფიგურაცია საწვავის 20%-იან ეკონომიას მოგვცემს.

რაც შეეხება მგზავრებს, ისინი განლაგდენიან ხომალდის ფრთებზე, აქვე იქნება საბარგო განყოფილება, საწვავის ავზი და სხვა ინფრასტრუქტურა.

image

ახალი ავიალაინერი კონკურენციას გაუწევს Airbus A350 და Boeing 787-ს, ამასთანავე თვითმფრინავს თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს არსებული ანგარები თუ ასაფრენი ბილიკი, რადგან ფრთების სიგანე 65 მეტრია, ხოლო სიგრძე 55 მეტრი.

0
588
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
588
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0