x
image
_K_
10 რჩევა, რომლებიც ტატუს გაკეთებამდე უნდა გაითვალისწინოთ
imageთუ პირველად აპირებთ ტატუს გაკეთებას, მაშინ გეტყვით, რომ მანამდე ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ. იყავით ფრთხილად და არ გააკეთოთ ეს მხოლოდ მოდის გამო. ხოლო თუ მთელი გულით გსურთ, მაშინ ტატუისტთან მისვლამდე კარგად წაიკითხეთ სტატია და გაითვალისწინეთ რჩევები.








1. არ მიიღოთ გადაწყვეტილება ზერელედ.

ტატუს გაკეთებამდე მის დიზაინზე კარგად დაფიქრდით. სწორად არჩეულმა ფიგურამ შეიძლება მთელი ცხოვრება გაგიხალისოთ, არასწორმა კი - პირიქით. ბევრჯერ განიხილეთ, ღირს თუ არა ვინმეს სახელის სამუდამოდ აღბეჭდვა თქვენს სხეულზე. სჯობს, ისეთი დიზაინი შეარჩიოთ, რაც ინდივიდუალურად თქვენთვის რამესთან ასოცირდება.

image








2. ჩაატარეთ კვლევა.

ჰკითხეთ მეგობრებს, სად გაიკეთეს ტატუ. დაათვალიერთ ტატუისტების ფოტოები ინსტაგრამზე. ნამდვილი პროფესიონალი კარგად მოგისმენთ და გაითვალისწინებს, როგორი ტატუ გინდათ. შეიძლება, იდეაც კი შემოგთავაზოთ.


image








3. ტატუს გაკეთება მტკივნეულია, მაგრამ გაუმკლავდებით.

ვინც გეუბნებათ, რომ ტატუს გაკეთება უმტკივნეულოა, იტყუება ან 3 სანტიმეტრიანი ტატუ აქვს. პროცესში ნემსებია ჩართული, ამიტომაც, რა თქმა უნდა, ტატუს გაკეთება მტკივნეულია. თუ ის დიდი ზომისაა და დიზაინზე მუშაობა სჭირდება, კიდევ უფრო მეტი ტკივილის ატანა მოგიწევთ. ამიტომაც, თუ სისხლის გეშინიათ ან ტკივილს ვერ უძლებთ, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით, გიღირთ თუ არა ტატუს გაკეთება.

image








4. გადაწყვიტეთ, რა ადგილას გინდათ ტატუ.

უნდა იცოდეთ, რომ არსებობს სხვადასხვაგვარი ტატუები, რომლებიც სხეულის ერთი კონკრეტული ნაწილისთვისაა შექმნილი. მოსახატი ადგილის არჩევისას მისი ზომაც გასათვალისწინებელია. მაგალითად, თუ არ გინდათ, რომ თქვენს ფერად ტატუს ყველა მიაშტერდეს, სჯობს, ისეთ ადგილას გაიკეთოთ, რასაც ტანსაცმელი დაფარავს. ასევე, ისიც გაითვალისწინეთ, რომ სხეულის სხვადასხვა ადგილზე ტკივილის დონეც განსხვავებულია. ამიტომაც, პირველ ჯერზე აჯობებს, მოერიდოთ იდაყვზე, მუხლის უკანა მხარეს, ნეკნებზე და საზარდულის არეში ნემსის შეხებას.

image








5. სწორად შერჩეული დრო ბევრს ნიშნავს.

ტატუს გასაკეთებლად საუკეთესო პერიოდი შემოდგომა ან ზამთარია, რადგან ამ დროს ხალხს ბევრი ტანსაცმელი აცვია. ეს ახალგაკეთებულ ტატუს მზის პირდაპირი სხივებისგან იცავს, რამაც შესაძლოა დაზიანება ან მისი გაფუჭება გამოიწვიოს. ზედმეტმა მზემ შეიძლება კანი გააღიზიანოს და ტატუ გაახუნოს. კარგი იქნება, თუ გარეთ გასვლისას ტატუზე ბლომად წაისმევთ დამცავ ლოსიონს.

image








6. წინასწარ იყიდეთ ბეპანტენ პლუსი.

დიდი ალბათობით, თქვენი ტატუისტი მოსავლელ კრემს არ მოგცემთ, ამიტომაც აჯობებს, წინასწარვე შეიძინოთ ბეპანტენ პლუსი ნემისმიერ აფთიაქში. ის თქვენს კანს სისხლდენისგან და ინფექციისგან დაიცავს, ტატუს შეხორცებასაც ხელს შეუწყობს. გამოიყენეთ ის დღეში ორჯერ მაინც ყოველდღე, სანამ ჭრილობა ბოლომდე არ მოგიშუშდებათ.

image








7. გაიყოლეთ მეგობარი.

მორალური მხარდაჭერისთვის თან წაიყვანეთ მეგობარი. ისეთი ვიღაცის ყოლა ახლოს, ვისაც ენდობით და დაგელაპარაკებათ, ტკივილს შეგიმსუბუქებთ.

image








8. კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რათა გაიგოთ, გაქვთ თუ არა ალერგია.

თუ კანზე ალერგიას გაძლევთ ხოლმე, ტატუს გაკეთებამდე აუცილებლად მიდით ექიმთან, რადგან წინასწარ დანამდვილებით არავინ იცის, როგორ იმოქმედებს კანი რამდენიმე ნემსით გაჭრაზე და შიგნით ქიმიური საღებავის შეშვებაზე. ტატუებზე განსხვავებული ალერგიული რეაქციები არსებობს. ზოგს, უბრალოდ, ექავება ან კანი ექერცლება, ზოგს კი ჭრილობა უსივდება, ებერება და გამონაყარიც უჩნდება.

image








9. დარწმუნდით, რომ სათანადო სანიტარია ჩატარდა.

დარწმუნდით, რომ ტატუისტი ყველა იარაღს სათანადო დეზინფექციას უტარებს. დააკვირდით, რომ მან ახალი ნემსი გაუკეთოს აპარატს, სანამ თქვენს კანს შეეხება. ასევე, დააკვირდით, რომ ახალი ერთჯერადი ხელთათმანები ჩაიცვას, რათა ყველანაირი კონტამინაცია თავიდან აიცილოთ.

image








10. შესაძლოა, მომავალში კორექცია დაგჭირდეთ.

თუ ტატუს ხელზე ან ფეხზე გაიკეთებთ, დიდი ალბათობით, რამდენიმე კორექცია დაგჭირდებათ მომავალში, რადგან ამ ადგილებში კანი უფრო ხშირად იცვლება, ვიდრე სხვაგან. კორექცია იმ შემთხვევაშიც შეიძლება დაგჭირდეთ, თუ ტატუს გამუდმებით ხვდება მზის სხივები. ტატუისტების უმეტესობა თავის ნამუშევარზე გარანტიას იძლევა და უფასო კორექციას გთავაზობთ, თუმცა, კარგი იქნება, ამის შესახებაც წინასწარ გაარკვიოთ.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 20 საუკეთესო თეთრი ტატუს იდეა გოგონებისთვის

image


2. ყველაზე ცუდად გაკეთებული ტატუები

image


3. ჯანსაღი დილის საიდუმლო - რჩევები ცნობილებისგან

image

0
3254
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0