x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ქართველი დედის ეტალონი დუდუხანა წეროძე ლეგენდარულ "ფილმში მაგდანას ლურჯა"

image
ქართველი დედის ეტალონი - ასე ახასიათებდნენ მსახიობ დუდუხანა წეროძეს მას შემდეგ, რაც თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ერთობლივ ფილმში "მაგდანას ლურჯა" მთავარი როლი შეასრულა.
დუდუხანა წეროძე – გოგონა რეპრესირებული ოჯახიდან, რომელმაც თავისი ნიჭით და სილამაზით გაიკვალა გზა ქართულ კინემატოგრაფიაში და სახალხო არტისტიც გახდა. 15 წლის იყო, როდესაც რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ეპიზოდურ როლში ათამაშა, მას სხვა როლებიც მოჰყვა, გამორჩეული სახე კი მაინც მაგდანა იყო ფილმიდან "მაგდანას ლურჯა". ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების, რეზო ჩხეიძის და თენგიზ აბულაძის ნამუშევარმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრიზი აიღო.image

ფესტივალზე, რა თქმა უნდა, დუდუხანაც იყო მიწვეული, მაგრამ... დაჯილდოებამ მის გარეშე ჩაიარა. გული დასწყდა, მაგრამ არ შეიმჩნია, ძვირი სიტყვა არასოდეს არავისზე დასცდენია, შეიძლება იმიტომ, რომ პირად ცხოვრებაში ტრაგედიები არ აკლდა და ყოველგვარ წყენას ის ტკივილი ფარავდა.
"მაგდანას ლურჯამ" კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის პრიზი აიღო.

საფრანგეთში სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა. უცნაურია, მაგრამ დუდუხანა არ წაიყვანეს და წაიყვანეს ლეილა აბაშიძე, რომელსაც ამ ფილმში მონაწილეობა არ მიუღია. ჟიურის წევრები გაურკვევლობაში ყოფილან, რატომ არ იყო იქ მთავარი როლის შემსრულებელი. სამწუხაროდ, ასეთი ამბებიც ხდებოდა. დედაჩემი იხსენებდა, რადგან რეპრესირებულის შვილი იყო, იმიტომ არ გაუშვეს საფრანგეთშიო.image

სიცოცხლის ბოლომდე ისეთივე ახალგაზრდა და ლამაზი სულის იყო, როგორიც მანამდე. 2000 წელს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში. ასთმა ჰქონდა და ეს გახდა სიკვდილის მიზეზი. ასაკის მიუხედავად, ბოლო წუთებამდე ფეხზე დადიოდა, აქტიური იყო. მასთან ცხოვრობდნენ შვილიშვილები, მათ ზრდიდა და უვლიდა, ბავშვებზე თან იყო გადაყოლილი.image

დუდუხანა წეროძემ მართლაც მრავალი საინტერესო სახე შექმნა. იგი დღემდე უყვარს ქართველ ხალხს და სიამოვნებით უყურებს ძველ ქართულ ფილმებს, სადაც დუდუხანა თამაშობს.

0
413
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0