x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი" - რას წერს იმ გოგონას მამა, რომელიც მე-7 სარ­თუ­ლიდან გადავარდა და გარდაიცვალა
image


თბი­ლის­ში, მე-9 კლა­სე­ლი გო­გო­ნა კორ­პუ­სის მე-7 სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ლულუ კა­ხი­ა­ნის შვი­ლი, ლენო გვარ­ჯა­ლა­ძეა. გო­გო­ნა 123-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო.

რო­გორც 123-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, თა­მარ ლო­სა­ბე­რი­ძე აცხა­დებს, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სკო­ლამ დღეს დი­ლით გა­ი­გო ერთ-ერთი მოს­წავ­ლის­გან. ლო­სა­ბე­რი­ძის თქმით, შემ­თხვე­ვა გუ­შინ ღა­მით, მო­ზარ­დის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მოხ­და.

"გო­გო­ნას თა­ნაკ­ლა­სელს ერთ-ერ­თმა მოს­წავ­ლემ მის­წე­რა, რა­ღაც მოხ­დაო. ჩვენ­თვის არ იყო ცნო­ბი­ლი თა­ვი­დან, შემ­დგომ გა­დავ­რე­კეთ და და­დას­ტურ­და, რომ სი­მარ­თლე ყო­ფი­ლა. გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­გო­ნა იყო, გა­მო­ირ­ჩე­ო­და გა­ნათ­ლე­ბით, თა­ვი­სი ასა­კის ბავ­შვებს უს­წრებ­და. თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბა ჰქონ­და, იტყო­დი, რომ მე­ცხრე კლა­სე­ლი კი არა, მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ლი იყო", - გა­ნა­ცხა­და სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა.



გარდაცვლილი გოგონას მამა, გიორგი გვარჯალაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტრაგედიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:


"ლენო, მა, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია... მიყვარხარ", - წერს გიორგი გვარჯალაძე.


image


გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

0
1016
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1016
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0