x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
როგორ ვებრძოლოთ ვარდის დაავადებებს შხამ-ქიმიკატების გარეშე?!
image
ვარდი ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი მცენარეა და არასათანადო მოვლის შემთხვევაში, იქნება ეს წყლისა, თუ მინერალების ნაკლებობა, ადვილადაა შესაძლებელი იგი დაავადდეს.

image

ვარდის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია ნაცარი.ის შეიძლება განვითარდეს ზედმეტი წყლის ან მისი ნაკლებობის შემთხვევაში, ასევე მცენარეში აზოტის დიდი კონცენტრაციით და კალცის ნაკლებობით.გაითვალისწინეთ, ვარდის კოკრის ფაზაში ყოფნისას, ნუ მივაწვდით მას აზოტს, უმჯობესია ფოსფორითა და კალიუმით გამოვკვებოთ. ნაცრის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც საწყის ეტაპზე ფქვილისებრი ლაქებით, შემდეგ კი მოთეთრო-მონაცრისფრო ლაქებით აღინიშნება, აუცილებელია მცენარის შეწამლა.მებაღეობაში ფართოდ გამოიყენება ბორდოს 1%-იანი ხსნარისა და ტოპაზის, ან სტრობის 0, 03%-იანი ნარევით წამლობა, თუმცა ბუნებრივი საშუალება ასევე კარგი მოქმედია, კერძოდ, ერთი ღვინის ჭიქის ოდენობით ნაცარი უნდა გაიხსნას 10ლიტრ წყალში და შეესხუროს მცენარეს, ისე რომ მისი ფოთლები დასველდეს. აღნიშნული უნდა განმეორდეს 3-5დღე.

image


ვარდებში ასევე ხშირია ინფექციური სიდამწვრის დაავადება, რომელიც ღეროებზე მუქი ფერის ლაქებით ვლინდება.ამ შემთხვევაში აუცილებელია დაავადებული ღეროების ამოჭრა ჯანმრთელ ღეროებამდე და მათი დაწვა.

image

ასევე ხშირია ჟანგის დაავადება, რაც ფოთლებზე ჯერ ნარინჯისფერი, შემდეგ კი წითელი და მოყვითალო ლაქებით ვლინდება.დაავადება ვრცელდება ყლორტებზეც.ნუ დაგენანებათ დაავადებული ღეროები, ან თუნდაც მთლიანად მცენარე, რათა სხვა ძირებზეც არ გავრცელდეს დაავადება, ამოჭერით ისინი და დაწვით.

ზოგადად კი, გაითვალისწინეთ ყველა მცენარეს სჭირდება საკმარისი ჰაერაცია და სინათლე, ამიტომ ნუ დარგავთ მათ მჭიდროდ, ერთმანეთთან ძალიან ახლოს.

image


image

ასევე საინტერესოა:

როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული?!

image


როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?

image

როგორ დასცინის მთავრობა გორელ გლეხებს?!

image

0
452
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0