x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ის,რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ პრეზერვატივების შესახებ

image
პრეზერვატივის გამოყენება საუკეთესო საშუალებაა სქესობრივი კავშირით გადამდები დაავადებებისაგან და არასასურველი ორსულობისაგან თავის დასაცავად.არსებობს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის პრეზერვატივები, თუმცა უფრო გავრცელებული პირველი მათგანია.

საზოგადოების დიდი ნაწილი არაა ინფორმირებული პრეზერვატივების სახეობებისა და გამოყენების შესახებ, რასაც ხშირად არასასურველი შედეგები მოაქვს.

ქვემოთ მოყვანილია საინტერესო და გამოსადეგი ფაქტები პრეზერვატივების შესახებ:

პრეზერვატივების უმრავლესობა დამზადებულია ლატექსისაგან (ბუნებრივი კაუჩუკი).იგი კარგი დამცველია გადამდები დაავადებებისა და არასასურველი ორსულობისგან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლატექსზე ალერგია მომხმარებელთა დაახლოებით 10%-ს აქვს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვაზელინი, კრემი, მასაჟის ან სხვა ზეთები აზიანებს ლატექსის პრეზერვატივს.

გარდა პრეზერვატივის მასალისა, ყურადღება მისაქცევია მისი სახეობები სისქის, სიგრძის, სიგანისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, კერძოდ: ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, პრეზერვატივის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 170 მმ-სა, სიგანე - 44-56 მმ (44 ვიწრო, 52 მმ საშუალო და 52-ის ზევით - ფართო). აქვე აღსანიშნავია, რომ ზომის შერჩევისას სიგრძეს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც სიგანეს, რადგან ვიწრო არაკომფორტულია და ადვილად შეიძლება გაიხეს, ხოლო ფართო საერთოდ მოძვრეს.

ასევე, არსებობს სხვადასხვა სახეობის პრეზერვატივები:

ლუბრიკანტიანი და ჩვეულებრივი.სასურველია პირველი მათგანის გამოყენება, რადგან იგი ამცირებს ხახუნის ძალას და პრეზერვატივის დაზიანების რისკი დაბალია.

პრეზერვატივები წარწერით Extra Save. ისინი მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფენ, თუმცა შეგრძნებები შემცირებულია.თუ ყურადღებას ამ უკანასკნელზე ამახვილებთ, არსებობს პრეზერვატივები Pleasure Max--ის სახელით, რომლებიც ძალზედ თხელია.

ასევე, თუ პრობლემა გაქვთ სექსუალური აქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ Long Love ტიპის პრეზერვატივები, რომლებიც სიამოვნებას გაგიხანგრძლივებენ.

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ცნობილი ადამიანების საუკეთესო ციტატები სექსის შესახებ


imageყველაზე სექსუალური გაზ–გასამართი სადგური მსოფლიოში

image


გაუპატიურების 10 შემზარავი ფაქტი



2
502
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
502
  
2019, 3 ივნისი, 23:34
გაგიმარჯოს.არა,ჯერ ვერ მოვერგე მაგ პროფესიას☺
2019, 3 ივნისი, 23:25
გამარჯობა. თქვენ სექსოლოგი ხომ არ ბრძანდებით?
0 1 2