x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"თუ ჩემ ცხოვრებას წიგნად აკინძავ, დაარქვი იმას "სევდის კრებული" - ერთი "არასერიოზული კაცის" სულისშემძვრელი ტრაგედია
image


მოულოდნელი და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც მეხის გასროლასავით გაისმა და მთლიანად მოიცვა თბილისის ყველა ქუჩა, უბანი თუ სახლი...

1985 წლის 19 მარტი...

ისინი ჯერ კიდევ წინა დღით, 18 მარტს გუდაურიდან თბილისში უზომოდ ბედნიერები და დაღლილები დაბრუნდნენ...


მეორე დღეს კი მათ თავს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქალაქი შეძრა...

დაზუსტებით არავინ იცის რა მოხდა მაშინ.... როგორც ამბობენ ყველასათვის საყვარელი მსახიობი, კაცი რომლის სახემაც მხოლოდ ღიმილი იცოდა - გია ფერაძე - შინ დაახლოებით ღამის სამ საათზე მივიდა...


image

გიას ამის გამო მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის შვილი ირინა მიქატაძე განაწყენებია...

შემდეგ მოხდა ის, რომ გიას მინიატურული, კალმის ფორმის იარაღიდან, რომელსაც, თურმე სიგარეტთან ერთად იდებდა ჯიბეში, გასროლილმა ხუთ მილიმეტრიანმა ტყვიამ, რომელიც მინასაც ვერ გასტეხს, ახლო მანძილიდან 26 წლის ირინა მიქატაძის გულის აორტაში გაიარა და ... მოკლა.


image


ტრაგედია მართლაც შემზარავი აღმოჩნდა....

არავინ იცოდა, რა ეთქვა...

მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას... ერთი რამ, რაშიც ყველა თანხმდებოდა იყო ის, რომ მსახიობს ცოლი უზომოდ უყვარდა და სასიკვდილოდ მას ვერასდროს გაიმეტებდა.

ვარაუდი მრავალი არსებობდა, ფაქტი კი ერთი - 1985 წლის 19 მარტი იქცა დასასრულის დასაწყისად! დღედ, რომელმაც შეიწირა სრულიად ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე და მთლიანად გაანადგურა გია ფერაძის ცხოვრებაც…


image

ამ ტრაგედიის დროს გიასა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკა 11 თვის იყო...

ბაბუამ ჯუნა მიქატაძემ და მისმა ბებიამ მარიკა საყვარელიძემ ის შვილივით გაზარდეს. მარიკა 6 წლის ყოფილა, როდესაც ეს ფაქტი გაუგია.


image

დიდი მსახიობობიდან - დიდ პატიმრობამდე ნაბიჯი გადადგმული იყო!

37 წლის გია ფერაძე დააპატიმრეს... მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიამ 2 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა.

5 წელი კი ციმბირში და იაკუტსკში.


image

პატიმრობის ყოველი წამი ტანჯვად ქცეულიყო უბედური კაცისთვის... მოგონებები და სინანული გულსა და სულს უკაწავდა... აღარ იცოდა სად წაეღო ყელში მობჯენილი დარდი....

გია ფერაძემ წერა დაიწყო....

30-მდე რვეული გაივსო ლექსებით...


image


* * *

გაღიმებაც ვერ მოსაწრო, ტკივილისგან ვერც იყვირა,
როგორც თოვლი შემომადნა ხელში ჩემი ციცქნა ირა,
ჩემთვის უნდა დაიწყევლოს აღდგომა და ყველა კვირა,
მე მიწაში უნდა ვეგდო, შენ ცოცხლობდე ჩემო ირა.

ჩემზე კარგად არვინ იცის ჩემი თავის განაჩენი,
მთავარია ჩემში ცხოვრობ სხვა ჯანდაბას დანარჩენი,
მთავარია, შენზე დარდში ვილევი და ნელა ვქრები
და რაც უფრო ვიტანჯები უფრო მეტად მენატრები.

ამ საკანში ერთადა ვართ მე და სევდიანი ლანდი,
რისთვის შემიყვარე კარგო მე თუ სიკვდილს მოგიტანდი.
მალე შენსკენ მქროლავ ქარებს, სულს გავატან ჩემო ირა,
ჩვენი სიყვარულის გემი, კლდეს შეასკდა ჩაიძირა.

ტუსაღი ვარ სულში ყინავს, შენს საფლავზე ვარდი ხარობს,
ჩემო ამომშრალო ცრემლო, ჩემო ამომშრალო წყარო.
ვინ გამიგებს, ვის შევჩივლო? ამ კედლებს თუ რკინის კარებს?!
შენთან წერილს გავატანდი, რომ მოსჩაანდეს ცაზე მთვარე.
ნუ შეგაკრთობს მარტოობა შენთან მოვალ, მოვალ მალე!

გია ფერაძე (1948-1995)

image

ციხიდან 1993 წელს, 45 წლის ასაკში გამოვიდა ტუბერკულოზით დაავადებული.

გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ, 1995 წლის 20 დეკემბერს, 47 წლის გიას გალოთებულმა და ნაცრადქცეულმა გულმა სამუდამოდ შეწყვიტა ფეთქვა...

მარიკუნას, რომელსაც იმ დროისთვის უკვე 13 წელი შერულებოდა, არასოდეს უნახავს მამა... ბებია და ბაბუა ცდილობდნენ არ შეეხვედრებინათ ისინი...

მხოლოდ მამის დაკრძალვაზე გაუშვეს...რატომღაც...


image

"ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბატინკებში“, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მითხრა, მამაშენი იყოო…
მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით..."- იხსენებს მარიკუნა ფერაძე


...

ასე საბედისწროდ დასრულდა სიცოცხლე ერთი „არასერიოზული“ კაცისა, რომელიც არავინ იცის, რისთვის გაიმეტა ასე ცხოვრებამ...

ნუთუ იმ ალალი, გულწრფელი ღიმილისთვის, რომელიც მხოლოდ გია ფერაძეს შეეძლო....

"თუ ჩემ ცხოვ­რე­ბას წიგ­ნად აკინ­ძავ, და­არ­ქვი იმას "სევ­დის კრებული" - ეს თხოვ­ნა ციხეში ყოფნისას გაუმჟღავნებია ძმისთვის...

ეს ერთდაერთი ოცნება იყო, რომელიც გია ფერაძეს აუხდა...

image

image



2
20479
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
20479
  
2019, 7 ივნისი, 9:34
ძალიან მეცოდება ...კარგია რომ იცნობდით.
2019, 5 ივნისი, 19:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2