x
ვინ არის მაშველი, რომელმაც დედას 16 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი დაუბრუნა - ექსკლუზივი

ვარაზი წოწონავასაზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ დავუკავშირდით შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, წყალზე მაშველს ვარაზი წოწონავას, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საძიებო ოპერაციაში გთავაზობთ მის კომენტარს:
- ლაგოდეხში ჩავედით და იქიდან დავიძარით ჩანჩქერისკენ. შუა ღამე იყო, როცა ჩანჩქერამდე მივედით. როგორც კი გათენდა დავიწყეთ ქვების დალაგება, ადგილის შემოწმება. ჩანჩქერი ძლიერად მოედინებოდა და მიახლოვება რთული იყო. წყლის დონეც მაღალი იყო ეს ოპერაციას ართულებდა. ჩვენმა მოქმედებამ შედეგი გამოიღო, როგორც კი წყალმა ოდნავ დაიკლო ყვინთვა დავიწყე. მალევე მივხვდი, რომ გოგონას მივაგენი, თუმცა არაფერი მითქვამს, მინდოდა ჯერ დავრწმუნებულიყავი. ჩანჩქერსა და ლოდს შორის, ადგილობრივებთან ერთად, დიდი ხე ჩავაგდეთ. ამან წყლის დინება შეასუსტა და საშუალება მომცა ღრმად შევსულიყავი. შემდეგ ჩაყვინთვაზე, უკვე ყველაფერი ცხადი იყო, ამოვედი და ვთქვი, რომ ვიპოვნე და ახლა ქვებისგან გათავისუფლების და ამოყვანის ოპერაცია უნდა დაგვეწყო. ყველაზე რთული იყო ის, რომ წყალის სწრაფი დინება გოგონასთან ახლოს არ მიშვებდა. რამდენჯერაც ვცადე მიახლოვება, დინება სამაშველო თოკს ხელიდან მაცლიდა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 10 ჩაყვინთვა დამჭირდა, რომ მოზარდი წყლიდან ამოგვეყვანა. ძალიან რთული გასახსენებელია ეს ყველაფერი, მძიმე წუთები გამოვიარეთ.

ვარაზი წოწონავამედია საშუალებებში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია გარდაცვლილი გოგონას ცხედრის ამომყვან მაშველთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ გიჩვენებთ იმ ადამიანს ვინც სინამდვილეში იპოვა და ამოიყვანა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი.

0
490
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0