x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რუსეთში წერენ, რომ ის საქართველოს ყველაზე ლამაზი წყვილია - კომენტარებში კი "ბუმი" ატყდა
მრავალი წლის განმავლობაში ტარდებოდა კვლევა სხვადასხვა ქვეყნების კუთხეებში, თუ რატომ არის განსაზღვრული წყვილის ნაწილი ბედნიერი, ნაწილი კი არა. როგორც ჩანს, არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომლის წყალობით ოჯახები არის ბედნიერი და ბედნიერ ოჯახებს ერთადერთი რაც აერთიანებს, ეს მათ ურთიერთობებზე მუშაობაა.


მართლაც, ოჯახი, სადაც ცოლიც და ქმარიც არის ერთარსი, იქ ჰარმონიაა. ისინი ერთობლივად ზრუნავენ ოჯახზე, ყველა პრობლემის გადაჭრასა და შვილების აღზრდაზე.




image



დღევანდელ სტატიაში მინდა გაგაცნოთ წყვილი საქართველოდან, რომელზეც რუსეთში, კერძოდ კი ერთ-ერთ რუსულ სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის საქართველოს ყველაზე ლამაზი წყვილია და ჰარმონიული და ბედნიერი ოჯახის ეტალონს წარმოადგენს, თუმცა კომენტარებში ატეხილი "ბუმიდან" ვიგებთ, რომ საზოგადოების უმრავლესობა ამ "მითს" სულაც არ ეთანხმება.



გაიცანით მარიამი და დავითი საქართველოდან, რომელთა შესახებ რუსული სოციალური ქსელიდან შევიტყვე. იმასაც დასძენს რუსი რედაქტორი, რომ მათ საქართველოში ისე ვიცნობთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოდური წყვილი და მათი ინსტაგრამი ისეა აჭრელებული, როგორც მოდური ჟურნალების გარეკანი. ამ წყვილით კი ქართველი საზოგადოება თითქოს ისეა აღფრთოვანებული, რომ რამდენიმე წელია მათ ცხოვრებას თვალს მუდმივ რეჟიმში ადევნებენ. 2019 წლის თებერვალში მარიამმა და დავითმა ისეთი გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს, როგორსაც მხოლოდ ჰოლივუდში თუ ნახავთ. ქორწილამდე ერთი წლით ადრე კი მარიამმა სიახლის შესახებ დაწერა ინსტაგრამზე, ის ბავშვს ელოდებოდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ მარიამს უთქვამს- "ბევრი რამ მაბედნიერებდა, თუმცა ჩემი პატარა "მარტის" (ბავშვის სახელი) ბედნიერებას ვერც ერთი ვერ შეედრება".



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





სტატიას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა მკითხველის მხრიდან, რომელთაგან ნაწილი იყო ქართველი, ნაწილი კი რუსი. უმრავლესობა - რუსებიც და ქართველებიც ერთხმად წერდნენ, რომ სულაც არ არის ეს წყვილი საქართველოს წყვილებიდან ყველაზე ლამაზი და რომ მარიამი სხვა არაფერია თუ არა მხოლოდ ბოტოქსი და სილიკონი. რამდენიმე კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:


"ეს გოგო ქართველი არაა და ნუ შეურაცხყოფთ ქართველი ქალის სილამაზეს. ქართველი ქალი ამაყობს თავისი ბუნებრივი სილამაზით, მოაშორეთ ეს სილიკონის თოჯინა, რომელიც საშინელებათ ფილმების გმირს ჰგავს. თურქები და ოსმალები ყოველთვის იპყრობდნენ და მიყავდათ ქართველი ქალები თავიანთ ქვეყანაში, რომ თავიანთი ერი გაეხადათ ლამაზი და ეს გამოუვიდათ" -წერს მკითხველი.



" საქართველოს იმდენი ლამაზი ქალი ყავს, აქ კი გამოჭიმეს ვიღაც სილიკონით დაბერილი ტუჩებიანი" - წერს რუსი მკითხველიი.




"ეს ქალი საშინელებაა - თანამედროვე კოსმეტოლოგიის პროდუქტი და რატომ უნდა მოწონდეს მამაკაცს ასეთი ქალი?" - წერს რუსი მკითხველი.




"საშინელებაა და არა ცოლი, საშინელებაა და არა ქალი. რა უბედურებაა. ქართველები, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ერია და აქ ეს რა საფრთხობელა გამოკიდეს" - წერს რუსი მკითხველი.



"მამაკაცი ულამაზესია, აი, ქალი კი უბრალოდ მეცოდება" - წერს რუსი მკითხველი.




P.S. თქვენ რას იტყვით?




18
2308
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2308
  
2019, 10 ივნისი, 13:28
ყველა ასე არ ფიქრობს . მამაკაცები ძირითადად თვალით იხიბლებიან და ქალის ფულებით :)))
2019, 10 ივნისი, 13:24
ნორმის ფარგლებში ნორმალურია, მაგრამ ვისაც ახლა ეს ლამაზი ჰგონია არ ვიცი რა.
ინდივიდუალურია ყველაფერი, ზოგიერთ ქალს შეიძლება კარგადაც ჩააცვა, სიურპრიზებიც უკეთო, მაგრამ ბოლოს სახედარივით ტლინკები ყაროს.
ყველას ვურჩევ: საცოლე, მხოლოდ გარეგნული სილამაზით არ ეძებოს, შეიძლება გარეთ ბაჟაღლო ოქრო იყოს, შიგნით კი ჟანგიანი რკინა.
2019, 10 ივნისი, 13:19
+ ფული და კარგი ცხოვრება ყველა ქალს გაალამაზებს . ყველაფრის საშუალება ,რომ გაქვს თავს იდეალურად უვლი , კარგად იცმევ და ა.შ
2019, 10 ივნისი, 13:16
ღმერთმა სიკეთე მისცეს, მაგრამ ბუნებრივად ბევრად ლამაზი თუ არა ეშხიანი იქნებოდა...
2019, 10 ივნისი, 13:12
ფულიანი მამიკოს გოგოა და ფულით აწყობილი სილამაზის პატრონი :)))
2019, 6 ივნისი, 19:37
არა და ყველაზე სანახაობრივი, მიმზიდველი და სასიამოვნო ეგ ადგილია. :)
2019, 6 ივნისი, 19:33
ვეტანხმები/თ რა ტქმა უნდა, ამის გვერდით რომ გამეღვიზოს სეიძ;ება შიშისგან ცუდად გავხდე
ბავშვი კი ყავტ არაჩვეულებრივი
2019, 5 ივნისი, 20:38
ამდენი კი ვიცი ნათია :)
ოქროს ძაფებით კანის დაჭიმვას ოპერაცია არ სჭირდება :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10