x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩერნობილი" ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა
image
ამერიკულმა მინი-სერიალმა, "ჩერნობილმა" რომელიც ამერიკულ ტელეარხ
HBO-ზე გადის ყველა რეკორდი მოხსნა, იგი გახდა ყველაზე რეიტინგული სერიალი ისტორიაში და უკან ჩამოიტოვა "სატახტოთა თამაში". International Movie Data Base-ის მონაცემებით "ჩერნობილი" ყველა დროის სერიალების რეიტინგს სათავეში მოექცა.



მინი-სერიალი "ჩერნობილის" პრემიერა 2019 წლის 6 მაისს შედგა აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში ერთდროულად, ახალი პროექტი 5 ეპიზოდისგან შედგება, რომლის რეჟისორი არის იოჰან რენკო, შვედი მუსიკოსი, რეჟისორი და კლიპმეიკერი, მუშაობდა ისეთი ცნობილ ფილმებზე, როგორიცაა "ვიკინგები", "მოსიარულე მკვდრები", მთავარ როლს ასრულებს "ემის" პრემიის ნომინანტი ჯარედ ჰარისი.ინტერნეტში უკვე ხელმისაწვდომია 4 სერია.

image


ფილმს საფუძვლად უდევს რეალური ამბები, რომლის შეგროვებაც სცენარისტმა კრეიგ მაზინმა 2014 წლიდან დაიწყო.შეისწავლა საბჭოთა და უცხოური დოკუმენტაცია, ესაუბრა და ჩაწერა ინტერვიუები როგორც ბირთვული დარგის მეცნიერებთან, ამასთანავე საბჭოთა მოქალაქეებთან, შეისწავლა იმ დროინდელი საბჭოთა ყოფა, სცენარისტი ასევე ესაუბრა ტრაგედიის მოწმეებს, პირველწყაროებს, ადამიანები, რომლებიც უშუალოდ აეს-ში მუშაობდნენ ან მის სიახლოვეს ცხოვრობდნენ.ასე, რომ ფილმში შეხვდებით ადამიანთა რეალურ ისტორიებს.




მინი-სერიალს დადებითად შეხვდა კრიტიკაც, დადებითი რეცენზიები დაიწერა

The Atlantic, The Washington Post და BBC-ში, მაგალითად აი რას წერს The Washington Post-ი:"ესაა დემონსტრირება იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც სიცრუე და ხელისუფლების ბოროტად გამოყენება-სტანდარტია".



სერიალს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მაგალითად რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ "სერიალი არის ძლიერი და ნათელი, რომელიც გამსჭვალულია უბრალო ადამიანებისადმი სიმპატიით"


3
77
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
77
  
2019, 4 ივნისი, 10:25
არის რუსების გადაღებული ფილმიც
2019, 3 ივნისი, 23:10
ძალიან მანიტერესებს ამ სერიალის ნახვა, მაგრამ შვებულებამდე ვერ მოვიცლი:(
ისე რუსების სირცხვილია, რომ ამერიკელებმა გადაიღეს სერიალი ამ ტრაგედიაზე და არა რუსებმა :)
2019, 3 ივნისი, 18:24
ქართულ საიტზე ვნახე მაგრამ სულ 3 სერია იდო
0 1 3