x
image
გემი დალანდი
6 სიტუაცია, როცა დიაგნოზი ხშირად ერევათ სხვა დაავადებაში
image

ზოგჯერ ადამიანი თვითონ ცდილობს საკუთარი თავის ექიმობას და ამ დროს ერთი დაავადება ადვილი შესაძლებელია მეორეში აეროს. იცით თუ არა, რომ სერიოზული დაავადებების 20% ხშირად შეცდომითაა დასმული? არ ღირს ჯანმრთელობის პრობლემების მიფუჩეჩება. ჯანმრთელობა-უპირველესია ჩვენს ცხოვრებაში. მოდი, განვიხილოთ ის შემთხვევები, როცა ერთი დაავადება სულ ადვილად შეიძლება სხვაში აგვერიოს:


1.ინფარქტი და პანიკა

imageზოგჯერ ძალიან რთულია პანიკის შეტევა ინფარქტისგან განვასხვავოთ. მათ ბევრი მსგავსი სიმპტომი აქვთ. მკვეთრი მჩხვლეტავი ტკივილი ხშირად მიუთითებს გულის შეტევაზე. უმეტეს შემთხვევაში ეს ტკივილი ძირითადად მხოლოდ მარცხენა ხელში აღინიშნება.


როგორ გავარჩიოთ პანიკის შეტევა გულის შეტევისგან:

გულის შეტევის დროს ადამიანს გახშირებული სუნთქვა აქვს და მიუხედავად შიშისა, პანიკაში არ ვარდება. უშუალოდ გულის შეტევამდე კი შესაძლოა თავის ტკივილი და კანკალი იგრძნოს.

პანიკის დროს კი ადამიანი კონტროლს კარგავს თავის ქცევებსა და ნერვებზე. პანიკის დროს ადამიანის სხეული დაძაბულია, ამიტომ ადამიანი კუნთების ტკივილს გრძნობს.


2. მენინგიტი და გაციება

imageმენინგიტი-თავის და ზურგის ტვინის მემბრანის ანთებაა. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა და შედეგად შესაძლოა ტვინიც დაზიანდეს. აი, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ დროულად იქნას დასმული დიაგნოზი. ზოგადმა სიმპტომებმა, როგორიცაა თავის ტკივილი, ცივი ხელები, კუნთების ტკივილი და დაღლილობა, შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ.

მენინგიტის სიმპტომებია:

მაგარი კისერი ( ავადმყოფი ნიკაპს მკერდზე ვერ აბჯენს)

კრუნჩხვები

ლაქები და გამონაყარი კანზე

მომეტებული გაღიზიანბე მკვეთრ შუქზე


3.ტუბერკულოზი და გაციება

imageტუბერკულოზი კვლავინდებურად ითვლება ერთერთ გავრცელებულ დაავადებად. ამ დაავადების დროს ბაქტერიები ძირითადად ფილტვებს აზიანებენ. ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ტემპერატურა ძირითადად 37-37, 5 გრადუსის ფარგლებში მერყეობს და საღამოობით აღინიშნება.

ციებამ, ღამით ოფლიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ ჩვეულებრივ გაციებასთან გაქვთ საქმე. მაგრამ, არსებობს სიმპტომები, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.ესენია:

ხველა, რომელიც 3 და მეტი კვირაა გრძელდება.

სისხლიანი ნახველი

ტკივილი მკერდში ან ტკივილი ხველის დროს

წონაში უმიზეზოდ კლება


4.მკერდის კიბო და მასტიტი

imageმკერდის კიბოს დიაგნოსტირება ძირითადად დაგვიანებით ხდება. დაავადებულთა მეოთხედმა სიმსივნის არსებობის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა კიბო მძიმე სტადიაში გადავიდა. კიბოს სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა დაავადებების სიმპტომებს, მაგალითად მასტიტს: გაღიზიანებული კანი, სიწითლე, ტკივილი მკერდში.

ყურადღება მიაქციეთ ამ სიმპტომებს, რომლებიც კიბოზე მიუთითებენ:

ქავილი

კვანძები და სიმაგრე, რომელიც მკერდზე ან მის შიგნით იგრძნობა

შემაგრებები

ძუძუსთავების ცვლილება


5. აპენდიციტი და მარჯვენა საკვერცხის კისტა

imageორივე მდგომარეობა საშიშია და სწორ დიაგნოზს მოითხოვს. ერთიც და მეორეც იწვევს ძლიერ ტკივილს მუცლის მარჯვენა ქვედა ნაწილში. ნუ დაიწყებთ ინტერნეტში ქექვას, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და დიაგნოზის დასმა ექიმებს მიანდეთ. საერთო სიმპტომებია ასევე გულისრევა და სიცხე. კისტის შემთხვევაში შესაძლოა მანამდე მენსსტრუალური ციკლის დარღვევები აღგენიშნებოდეთ, აპენდიციტს კი ასევე ახასიათებს:

მაგარი, დაჭიმული მუცელი

აირების შეკავება, მათგან გათავისუფლება ვერ ხერხდება.


6.მგლურა და სხვა დაავადებები

imageშესაძლოა მთელი ცხოვრება გქონდეთ მგლურა და ამის შესახებ არც კი იცოდეთ. სიმპტომები სხვადასხვაგვარია. ხშირად ჰგონიათ, რომ სუსტი იმუიტეტი აქვთ და ადვილად ავადმყოფობენ. ექიმსაც ზოგჯერ წლები სჭირდება, რომ ზუსტი დიაგნოზი დასვას, რადგან ადამიანს არა ერთი, არამედ სხვადასხვა დაავადებები აწუხებს.

მთავარია გახსოვდეთ: თუ ხშირად უჩივით კუნთების ტკივილს და ტემპერატურაც უმიზეზოდ გიწევთ მაღლა, სთხოვეთ ექიმს გულმოდგინედ გამოგიკვლიოთ. ამ აუტოიმუნურმა დაავადებამ შეიძლება სხეულის ნებისმიერი ნაწილი დააზიანოს, შინაგანი ორგანოების ჩათვლით.

მგლურას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

ართრალგია

ტემპერატურის მატება უმიზეზოდ

დაღლილობა

ტკივილი მკერდში ღრმად ჩასუნთქვისას

თმის ცვენა


0
226
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0