x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი შეცვალა

image
ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე, ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე, მოზარდებს შორის დაპირისპირების დროს მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ.

საქალაქო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო გ.ბ. და მას 10წლითა და 6თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისათვის კი გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი გ.ბ.-ს მიმართ, თუმცა გადაკვალიფიცირდა გ.ჯ.-ს დანაშაული და იგი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობის ნაცვლად, გარდაცვლილის ჯგუფურ განზრახ მკვლელობაში სცნო დამნაშავედ, შესაბამისად შეიცვალა თავისუფლების აღკვეთის ვადაც და ის 11 წელი და 3 თვე იქნება ორივე მსჯავრდებულის შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს გამოძიების დაუსრულებაზე, რადგან განაჩენში საუბარია დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაზე გ.ჯ.- ს მონაწილეობით დაუდგენელ პირებთან ერთად.

ზაზა სარალიძის განცხადებით, “ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა". მისი თქმით, ის ბოლომდე იბრძოლებს, რათა ბოლომდე დადგინდეს ვინაა მისი შვილის მკვლელი თუ მკვლელები.

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0