x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"16 ივნისამდე ურთულესი პერიოდია, " - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
image

მიხეილ ცაგარელი „იმედის დილაში“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს.



მისი თქმით, ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის დღეიდან 16 ივნისამდე ურთულესი პერიოდია.


მისივე თქმით, დღეს არის ახალმთვარეობა, რაც ნიშნავს, რომ მძიმე დღეა და არავითარი ახალი საქმე, შეგიძლია დასახოთ, თუმცა არ დაიწყოთ. ეს დღე უნდა გავიაროთ მშვიდად და წყნარად.


რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათთვის მომდევნო კვირა შემდეგნაირი იქნება :



ვერძი - არის ენერგიული, აქტიური, ინიციატივიანი, მებრძოლები, მაგრამ წყალქვეშა დინებები, უარყოფით ველტანდ აკავშირებით, იმდენად დიდია, რომ გაფრთხილება გმართებთ. ფინანსური საკითხები, არავითარი საყიდლები, ყველაფერი იქნება ფუჭი. სახლში თუ სამსახურში კონფლიქტების ალბათობა მატულობს, ამიტომ აგრესია დაიკოეთ და იყავით უფრო მშვიდი და ფრთხილი.


კურო - რთული პერიოდი აქვს, მაქსიმალური ყურადღება ჯანმრთელობას, მეტი კონტაქტი ბუნებასთან. არავითარი პროექტებში ჩართულობა, რადგან ის შესაძლოა წამგებიანი იყოს თქვენთვის, ამიტომ კურომ უნდა იმოქმედოს პრინციპით : 7 -ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი, ფრთხილად და ყურადღებით.


ტყუპები - ყველაზე აქტიური, ირღბლიანი და წარმატებულია, რადგან მზე ტყუპების ზოდიაქოშია. შანსი წარმატების დიდი აქვს, თუმცა მატულობს ნეგატიური ტენდენციები, სულსწრაფობა, უყაირათობა, შინაგანი მერყეობა, რაც ხელს უშლის ფინანსური კუთხით, არ ვურჩევ ახალი საქმის და სამსახურის დაწყებას, რ ადგან სულსწრაფობის ნიადაგზე შესაძლოა შეცდომები დაუშვას.


კირჩხიბი - ურთულესი პერიოდია, ჭორები, ინტრიგები, ფარული მტრები, უფრო მეტად იჩენს თავს, ამიტომ თავს გაუფრთხილდით, არავითარი ახალი საქმის წამოწყება. ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლეთ და მაქსიმალური თავდაჭერა როგორც სახლში, ისე სამსახურში, რათა პრობლემები არ დაიტოვოთ.


ლომი - აქტიურია, ენერგიულია, საქმიანია, შარმიანია, სასიკეთო შესაძლებლობები აქვს, მაგრამ წყალქვეშა დინებები მასაც ეხება შვილებთან და პარტნიორთან ურთეირთობაში, აქ შეიძლება უტაქტობამ, ან მისმა ეგოიზზმა და ამბიციებმა იჩინონ თავი, რაც საპასუხო რეაქციების და კონფლიქტების საბაბი გახდება.


ქალწული - ქალწულებს ვურჩევ, რომ მიზნისკენ მიმავალი გზები პატარა ნაბიჯებით გაიაროს, სხვანაირად გლობალური იდეების დასახვა ფაქტობრივად წამგებიანი მათთვის. ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, რადგან მათ ჯანმრთელობასა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული საქმეს კარგად წარმართავენ თუ ცუდად. სამსახურში სიფრთხილე მართებთ, რადგან პირდაპირობა შესაძლოა გახდეს მათი წამგებიანობის პირდაპირი მიზეზი.


სასწორი - აქტურები, შარმიანები და შემოქმედებითები არიან, წარმატების ფაქტორი მათ აქვთ, მაგრამ, წყალქვეშა დინებები უკავშირდება უცხოეთთან ურთეირთობებს და მოგზაურობებს. შეიძლება პრობლემები შეექმნათ, ბარგი დაკარგონ, წინასწარ განუსაზღვრელი ფინანსური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. სამსახურში თუ ტაქტი და დიპლომატია არ გამოავლინეს, შესაძლოა, კონფლიქტების ფერხულში აღმოჩნდნენ.


მორიელი - განსაკუთრებული ყურადღება, რ ადგან შესაძლოა მათ ცხოვრებაში აგრესიული, კონფლიქტური სიტუაციები წარმოიქმნას, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. განსაკუთრებული სიფრთხილე თუ რამე ვალები აქვთ, ჯარიმა, ან გადასახადები, ეს ახალვე თუ არ მოაგვარეს, შემდეგი კვირა უფრო უარესი იქნებ და უარეს დღეში ჩავარდებიან. ენერგოტონუსი მათი კლებულობს და უნდა იმოქმედონ წინდახედულან, ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებენ.


მშვიდლოსანი - მიუხედავად იმის რომ ენერგოტონუსი მაღალია, გაუფრთხილდით თავს, სულსწრაფობა მატულობს, ფინანსურად გაუთვალისწინებელი ხარჯის ტენდენცია მატულობს. წინასწარ გაუთვალისწინებელი ხარჯი შესაძლოა გახდეს ფინანსური პრობლემების შემდგომი ფაქტორი. არაფერი ახალი და სარისკო არ დაიწყოთ, თუ კარგად მოფიქრებული და პრაგმატულად განსაზღვრული იდეა არ გაქვს არ დაიწყოთ, რადგან იქნება ის წამგებიანი.


თხის რქა - მაქსიმალურად დაანებეთ თავი სხვა ადამიანების მანიპულირებას, რადგან ეს შესაძლოა გახდეს საპასუხო რეაქციების და კონფლიქტების საბაბი. არნახულად ჯიუტია, არავის მოსმენა არ სურს და მოლაპარაკება შეუძლებელი ხდება ამ ნიშანთან. ენერგოტონუსი უმცირდება და ზედმეტად ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. კონკურენტული ბრძოლა სამსახურში და მათ შორის ბიზნესსფეროში ორმაგდება, საკმაოდ ძლიერდებიან მისი კონკურენტები და ყურადღება და სიფრთხილე მართებს.


მერწყული - ერთი ნაბიჯი წინა და ორი ნაბიჯი უკან, ასეთი პრინციპით ხართ ამ კვირაში, რადგან გრძნობთ რომ სულ რაღაც გიშლით ხელს. გაქვთ კარგი პროექტები, იწყებთ, გინდათ, მაგრამ ნაბიჯს რომ გადადგამთ, მერე ორი ნაბიჯია უკან დასახევი. ხელისშემშლელი ფაქტორები ბევრია და არ გირჩევთ განსაკუთრებული პროქტების და სარისკო მოქმედებების დაწყებას. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ წადით წინ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.


თევზები - რთული პერიოდი გეწყებათ, ენერგოტონუსი მცირდება, გახსოვდეთ ეს. დეპრესიული ელემენტები და ხასიათცვალებადობა მატულობს, ამ კვირაში თქვენ მოგიწევთ, მათ შორის სამსახურშიც, საკუთარი პოზიციების დაცვა აქტიურად და ენერგიულად. სხვანაირად თუ თქვენ დინებას მიყევით და დეპრესიული ელემენტები განავითარეთ, სხვები დაიკავებენ თქვენს ადგილს. ამიტომ აქტიურად, ენერგიულად, ინიციატივიანად, შეუძახეთ საკუთარ თავს და არ აყვეთ ჭორებს და ინტრიგებს და ყველაფერი კარგად იქნება.

0
3188
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
3188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0