x
დასწავლილი უმწეობის მწვავე შედეგები ადამიანებში

imageადამიანებში დასწავლილი უმწეობის შესწავლა ფართო და კომპლექსური კვლევის სფეროა.
მარტინ სელიგმანის კონცეფციის თანახმად, დასწავლილი უმწეობა არის მდგომარეობა, როცა ინდივიდი დარწმუნებულია, რომ სიტუაცია, რომელშიც ის აღმოჩნდა საერთოდ არ არის დამოკიდებული მის ქცევაზე, იგი ურიგდება ბედს, პასიურია და არ ეძებს გამოსავალს არა მხოლოდ ამ კონკრეტული, არამედ ნებისმიერი მდგომარეობიდან. ეს არ არის ადამიანის თანდაყოლილი მახასიათებელი - ეს მას დაასწავლეს.
განასხვავებენ სიტუაციურ და პიროვნულ უმწეობას: სიტუაციური უმწეობა - ეს არის ადამიანის მიერ მოვლენის გაკონტროლების შეუძლებლობის პირობებში გამოვლენილი დროებითი რეაქცია. პიროვნული უმწეობა - ადამიანის საკმაოდ მყარი მოტივაციური მახასიათებელია, რომელიც ვითარდება არაკონტროლირებად და არაპროგნოზირებად გარემოსთან ხანგრძლივი ურთიერთდამოკიდებულების პროცესში და ვლინდება:
ჩაკეტილობაში,
ემოციურ არამდგრადობაში,
აგზნებულობაში,
შიშში,
პესიმისტურ განწყობებში,
ბრალეულობის განცდაში,
დაბალ თვითშეფასებაში,
უამბიციობაში,
გულგრილობაში,
პასიურობაში,
არაკრეატულობაში.
ამ ფენომენს ხშირად რეაქტიულ დეპრესიას ადარებენ. რეაქტიული დეპრესიის მზაკვრობა ის გახლავთ, რომ მას ახასიათებს გაფართოების ტენდენცია და ვრცელდება იმ ქმედებებზეც, რომელიც საერთოდ არაფრით უკავშირდება "დასწავლილ" ქცევას. მაგალითად: ადამიანი, რომელიც სამსახურში პრობლემებს აწყდება, აღმოაჩენს რომ მას არც საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრის უნარი შესწევს.დასწავლილი უმწეობა ადრეულ ასაკში უყალიბდებათ ბავშვებს. იგი მიიჩნევს, რომ დასწავლილი უმწეობა ძირითადად 8 წლის ასაკში ფორმირდება. ამიტომ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია მშობლებისა და მასწავლებლების როლი. განსაკუთრებით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ისეთ ბავშვებთან ურთიერთობისას, რომელთა თვითშეფასება გარშემომყოფთა შეფასებაზეა დამოკიდებული. ვინაიდან ბავშვები სწავლის საწყის ეტაპზე გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან, სწორედ მასწავლებლებმა უნდა დაეხმარონ აკადემიური ჩამორჩენილობის მიზეზის გადალახვაში. ძალზე საზიანო მასწავლებლის მოასწავლესთან, როგორც უიმედოდ ჩამორჩენილთან ურთიერთობა, ეს დამოკიდებულება კი მიმიკაში, ინტონაციაში, ჟესტებში ვლინდება ამას კი მოასწავლეები უშეცდომოდ გრძნობენ.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0