x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134417
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
34 წლის ბიზნესმენი „მასტერშეფში“: „შვილების გამოკვება ჩემ თავზე ავიღე და „კაცი კუხნაში“ გავხდი“
image
მას­ტერ­შეფ­ში“ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ბრძო­ლა ყვე­ლა­ზე და­ძა­ბულ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. ჟი­უ­რიმ სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი შე­არ­ჩია, რომ­ლის წევ­რე­ბიც მას­ტერ­შე­ფის ტი­ტუ­ლის­თვის იბ­რძო­ლე­ბენ.

სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის ერთ-ერთი წევ­რია 34 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ვლა­დი­მერ სო­კო­ლო­ვი, რომ­ლის კერძმაც პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ვლა­დი­მე­რის თქმით, მზა რა­ცეპ­ტე­ბი არ აქვს და მისი ყო­ვე­ლი კერ­ძი ექ­სპე­რი­მენ­ტია.

„მას­ტერ­შე­ფის“ ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე, თა­ვის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კა­სა და კონ­კუ­რენ­ტებ­ზე გვე­სა­უბ­რა.

image


კუ­ლი­ნა­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი რო­დის გა­დად­გი?

წლე­ბის წინ მე­გობ­რებ­თან ერ­თად კო­ჯორ­ში ვის­ვე­ნებ­დი. თა­ვი­დან კარ­გად ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მერე საჭ­მე­ლი შე­მოგ­ვაკ­ლდა, არც ფული გვქონ­და და ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ხელი მიგ­ვიწ­ვდე­ბო­და, „ტუ­შონ­კა“ იყო. მო­ვაგ­რო­ვე ნარ­ჩე­ნე­ბი, 1-2 ცალი სო­სი­სი, წი­წა­კა, სა­ნე­ლებ­ლე­ბი და ისე­თი „ტუ­შონ­კა“ გა­მო­მი­ვი­და, ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და. 22 წლის ვი­ყა­ვი, როცა დედა და და სხვა­გან წა­ვიდ­ნენ და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, თა­ვად მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა სა­უზ­მე, სა­დი­ლი, ვახ­შა­მი... მერე დავ­ქორ­წინ­დი, ბავ­შვე­ბი შე­მე­ძი­ნა, რო­მელ­თა გა­მოკ­ვე­ბაც მთლი­ა­ნად ჩემ თავ­ზე ავი­ღე. მოკ­ლედ, „კაცი კუხ­ნა­ში“ გავ­ხდი.


რა­ტომ გა­და­წყვი­ტე კუ­ლი­ნა­რი­ულ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

ჩემი მე­გობ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით გა­მო­ვაგ­ზავ­ნე გა­ნა­ცხა­დი. ვფიქ­რობ­დი, რომ ჯერ მზად არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ თან მინ­დო­და, რომ ამ სფე­რო­ში რა­ღა­ცის­თვის მი­მეღ­წია. ბოლო წლე­ბია, რაც კუ­ლი­ნა­რი­ას უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბი, რთულ კერ­ძებს ვე­ჭი­დე­ბი, სერ­ვი­რე­ბას უფრო დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ. მარ­თა­ლია, ბევ­რი რამე ჯერ კი­დევ არ ვიცი, რად­გან არ­სად არ მის­წავ­ლია, მაგ­რამ რა­საც კი ხელს ვკი­დებ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მომ­დის.


image


რო­გორ ფიქ­რობ, რა­ტომ შე­გარ­ჩი­ეს ტოპ ათე­უ­ლის­თვის?

ძა­ლი­ან მიყ­ვარს კუ­ლი­ნა­რია და ყვე­ლა­ფერს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ. არ მე­ში­ნია ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის, სულ რა­ღა­ცას ვი­გო­ნებ. ერთი მხრივ, ძა­ლი­ან სა­რის­კოა, მაგ­რამ მე ასე მინ­და, სხვა­ნა­ი­რად ის არ ვიქ­ნე­ბი, ვინც ვარ. კას­ტინ­გის დღე­საც კი რის­კზე წა­ვე­დი, როცა იხ­ვის სტე­ი­კის მომ­ზა­დე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, რად­გან, რო­გორც ჟი­უ­რიმ აღ­ნიშ­ნა, ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლია და თან ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ მქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი. კას­ტინ­გის დღეს, მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში მო­ვი­ფიქ­რე შტო­შის ჩი­რის და­მა­ტე­ბაც მეტი სიმ­ჟა­ვის­თვის.


ასე მო­ვე­დი ათე­უ­ლამ­დე. ყო­ველ ჯერ­ზე ისეთ რთულ კერ­ძებს ვამ­ზა­დებ, რომ მოყ­ვა­რუ­ლი კი არა, მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი აკე­თე­ბენ. მე კი ერთხელ ვა­კე­თებ, მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე კარ­გი გა­მომ­დის.


image


„მას­ტერ­შეფს“ საკ­მა­ოდ მკაც­რი ჟი­უ­რი ჰყავს. რო­გორ იღებ მათ კრი­ტი­კას?

როცა ჟი­უ­რი ჩემს კერძს აფა­სებს, ში­ნა­გა­ნად ვტყდე­ბი, მაგ­რამ ვცდი­ლობ, გა­რეგ­ნუ­ლად ეს არ შე­მე­ტყოს. რა თქმა უნდა, კრი­ტი­კა არ მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ სწო­რედ მაგ დროს მეხ­სნე­ბა გო­ნე­ბა. ჟი­უ­რის რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ და რაც მთა­ვა­რია, ბევ­რს ვსწავ­ლობ.


კონ­კურ­სის ყვე­ლა­ზე და­ძა­ბუ­ლი ეტა­პი იწყე­ბა და სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ეჯიბ­რე­ბით ერ­თმა­ნეთს. რას გვე­ტყვი შენს კონ­კუ­რენ­ტებ­ზე?

ჩემი ყვე­ლა კონ­კუ­რენ­ტი სტან­დარ­ტუ­ლად აკე­თებს და კლა­სი­კურ რე­ცეპ­ტებს იყე­ნე­ბენ. ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს, მაგ­რამ სულ გად­მო­ღე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბით მომ­ზა­დე­ბა, არ მგო­ნია სა­ინ­ტე­რე­სო. მარ­თა­ლია, მეც მო­ვამ­ზა­დე ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძი, შქმე­რუ­ლი, მაგ­რამ ჟი­უ­რი­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ის არ იყო შქმე­რუ­ლი, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტით მო­ვამ­ზა­დე და რაც მთა­ვა­რია, ის რე­ცეპ­ტი თა­ვად მო­ვი­გო­ნე.


რის­თვის მოხ­ვე­დი „მას­ტერ­შეფ­ში“?

პირ­ველ რიგ­ში, გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, რად­გან რა­ღა­ცას რომ იწყებ, საქ­მე ბო­ლომ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნო, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მე ამით სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. მიყ­ვარს საჭ­მლის კე­თე­ბა და ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად თავს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვგრძნობ. ამას­თა­ნა­ვე, მინ­და ყვე­ლას ვაჩ­ვე­ნო, რომ მოყ­ვა­რულ მზა­რე­ულ­საც კი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სახ­ლში ამ­ზა­დებს, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა შე­უძ­ლია.

1
247
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
247
  
2021, 6 აპრილი, 1:51
თუ ქალმა კაცის ფუნქციები იკისრა, არა უშავთ მამაკაცებს "ქუხნაში" და არც აბაზანაში სარეცხთან. ერთი ორსულობა და მშობიარობა ვერ დავამუღამებინეთ რააა :) ))
0 1 1