x
image
Yoona
Mediator image
ვინ არიან თაობა „ზეტის“ ადამიანები და რატომ ამბობენ, რომ ისინი საუკეთესოები არიან
მილენიალები მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი ყურადღების ობიექტები გახდნენ. თუმცა მათ უკვე პოსტმილენიალები ცვლიან, რომლებიც წინა თაობისგან ძლიერ განსხვავდებიან. მათ ასევე უწოდებენ თაობა Z, ან ლინკსტერებს ტექნოლოგიებსა და გაჯეტებთან დიდი კავშირის გამო.

image

ეს ადამიანები, რომლებიც 1996 წლის შემდეგ დაიბადნენ, სულ უფრო მეტი ხდებიან. პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ამ თაობის წარმომადგენლები დედამიწის მოსახლეობის მესამედი და ყველაზე მრავალრიცხოვანი მომხმარებელთა ჯგუფი შეიძლება იყოს.

მოდით გავარკვიოთ, ვინ არიან პოსტმილენიალები, რა სურთ ცხოვრებაში, რით განსხვავდებიან მშობლებისგან და წინა თაობაზე უკეთესი რით არიან.


ისინი დამოუკიდებლები არიან

image


პოსტმილენიალებს სურთ ფული თავად გამოიმუშავონ და საკუთარი თავი უზრუნველყონ უფრო ადრე, ვიდრე მათ მშობლებს სურდათ. ბევრი თანამედროვე ბავშვი გლობალური ეკონომიკური კრიზის ეპოქაში დაიბადა, ამიტომ მათ შორის მეოცნებე და დაუნშიფტერი იშვიათად გვხვდება: მოზარდების 72 % საკუთარი სტარტაპის ან ბიზნესის დაწყებას ცდილობს. გარდა ამისა, პოსტმილენიალები ოცნებობენ, რომ საკუთარი გატაცება სტაბილური შემოსავლის წყაროდ გახადონ.

ამასთან ვციომის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 18-დან 24 წლის ახალგაზრდების 75 %-ს მშობლების ცხოვრებისეულ გამოცდილებას უსარგებლოდ თვლის. ისინი საკუთარ გზას ირჩევენ და წინა თაობის შეცდომებზე სწავლა არ სურთ. „ზეტს“ ურჩევნია სისტემა არ გატეხოს, არამედ მასში წარმატებას მიაღწიოს. ახალი თაობისთვის ღირებულებების სისტემაში პირველ ადგილას ცვლილებებისა და კრეატივის მიმართ უნარი წარმოადგენს.


საკუთარ შეხედულებებში უფრო თავისუფლები არიან

image

თაობა „ზეტს“ ინდივიდუალიზმში ხშირად ადანაშაულებენ. ეს გამართლებულია, რადგან მათთვის სტანდარტული ქცევის მოდელი უცხოა, რადგან მათი აზრით ეს არ შეიძლება იყოს ეფექტური.

image

ინდივიდუალიზმს თან თავისუფლება ახლავს. ახალი თაობა უპირატესობას ანიჭებს ნორმკორის სტილს, როგორც კენდალ ჯენერი და რასობრივ საკითხს მშვიდად ხვდება.

ანუ თაობა „ზეტი“ საკუთარი გარეგნობის ან გენდერის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა. ცოტა ხნის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელი მოზარდების მხოლოდ 63 % საკუთარ თავს ჰეტეროსექსუალურად მიიჩნევს, ხოლო ყოველი მეხუთე საკუთარ ორობითობაზე უთითებს.

image

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალ თაობას რაიმე ჩარჩოში თავის მოქცევა არ სურს. შესაძლოა, აქ ეს ტრენდი აშკარად არ ჩანს, მაგრამ უდიდეს ქალაქებში უკვე ძალას იკრებს.


ისინი რეალისტები არიან

image

თაობა Z მოუწია გაზრდა ე.წ. „სამყაროში 11 სექტემბრის შემდეგ“, ამიტომ ის გაურკვევლობას და ცვლილებებს მიჩვეულია. ამ გარემოების გამო პოსტმილენიალები მომავალს უფრო ჯანსაღად უყურებენ, განსაკუთრებით ეს კარიერულ მოლოდინებს ეხება. ჰენდჰანტერები ამბობენ რომ ახალგაზრდა ადამიანების 77% ესმის, რომ სამუშაო ადგილისთვის ბრძოლა საკმაოდ აგრესიულად მოუწევს.

image

გარდა ამისა, „ზეტი“ კორპორაციებისა და ბრენდების მიმართ უფრო მოთხოვნადია, ახალგაზრდა ადამიანებს სასურველის სწრაფად და ყოველგვარი სირთულის გარეშე მიღწევა სურს. ამასთან თაობა Z პატიოსნებას, რეალიზმს და გულახდილობას ყველაზე მეტად აფასებს. ასეთივე ურთიერთობას ელოდება ბიზნესისგან, ურჩევნია რეკლამა ჩვეულებრივ ადამიანებთან და არა ვარსკვლავებთან.


ისინი ბუნებრიობისა და გულწრფელობისკენ მიისწრაფვიან

პოსტმილენიალებს გლამურის და ფოტოშოპის სამყარო ნაკლებად მოსწონს. ყურადღების ცენტრში ბუნებრიობა, ნატურალურობა და სიმარტივე ექცევა. ის, რაც დაბადებით მოგენიჭათ, უფრო ღირებულია, ვიდრე კოპირებით მიღებული სილამაზე. ქალები იდეალური სამოდელო სახეებით (მაგ., ირინა შეიკი ან ანჯელინა ჯოლი), რა თქმა უნდა, ლამაზები არიან, მაგრამ ახალგაზრდა თაობისთვის ცოტა მოძველებული იდეალები არიან. პლასტიკურ ქირურგიას მსგავსი სილამაზის, პატარა ცხვირის და მსხვილი ტუჩების შექმნა მარტივად შეუძლია.

image

მოზარდები საკუთარი თავის შელამაზებას და უკეთესად წარმოჩენას სულ უფრო ნაკლებად ცდილობენ. სწორედ ამიტომ ტრენდში არასტანდარტული გარეგნობის და უჩვეულო სახის მოდელები ხდებიან.

image

ბევრი ახალგაზრდა სოციალურ ქსელებში საკუთარ თავს შელამაზების გარეშე აჩვენებს: მაკიაჟის, მარტივი უფორმო ტანსაცმლით, პანელური სახლის ფონზე და ბუნებრივი პოზებში. შესაძლოა, მოზარდები ვიზუალური გარემოთი დაიღალნენ, რომელიც ბრწყინვალებით გადატვირთული იყო. სწორედ ამიტომ იუთუბში ვარსკვლავები სულ უფრო ხშირად ხდებიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ სფეროს ექსპერტებად გაიზარდნენ.

image

მათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურთ

თაობა „ზეტის“ ახალგაზრდობა არა უბრალოდ მატერიალური კეთილდღეობისკენ მიისწრაფვის, არამედ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს. ბევრი მოზარდი სოციალურ საქმიანობასა და მოხალისეობაშია ჩართული.

ამასთან აქტიურობას საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში იწყებენ. ცოტა ხნის წინ სამყარომ 16 წლის გრეტა ტუნბერგი გაიცნო, რომელიც შვეიცარულ და ნორვეგიულ პოლიტიკაში გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენილ იქნა.

image

ადორა სვიტაკი 14 წლის ასაკში აშშ-ს აღიარებული საზოგადო მოღვაწე გახდა. ის განათლების პრობლემებით და ბავშვების წიგნიერები არის დაკავებული. ამასთან წიგნებისთვის გამოყოფილი თანხა 30 ათასი დოლარი ვიეტნამის სკოლების დასახმარებლად მიმართა.

image

ლოგან ლაპლანტე 13 წლის ასაკში უკვე TEDx-ის კონფერენციაზე გამოვიდა როგორც თანამედროვე განათლების თეორეტიკოსი. მისი მონაწილეობით ვიდეოს იუთუბზე 10 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს.


ისინი ინტერნეტის ეპოქაში გაიზარდნენ

თაობა Z უკვე გლობალური ქსელის ეპოქაში დაიბადა, ამიტომ თავის ცხოვრება ინტერნეტის გარეშე ვერ წარმოუდგენია. მოზარდების 40%-ზე მეტი ამბობს, რომ ისინი მიჯაჭვულნი არიან გაჯეტებზე, ამასთან უფრო ხშირად იყენებენ სმარტფონებს, ვიდრე ტელევიზორებს.

image

ძალიან ბევრი იყენებს სხვადასხვა მოწყობილობას და ერთ დღეში უამრავი ინფორმაციის შთანთქვას ასწრებს. როგორც შედეგი ახალგაზრდებს აღქმის სიჩქარე ეზრდებათ. გარდა ამისა, თაობა Z მრავალმხრიობას, მას რამდენიმე სახის სამსახურის სწრაფად და ეფექტურად შესრულება, ასევე საქმეზე კონცენტრირება და განვითარება შეუძლია.


მათ ნამდვილად მნიშვნელოვანი რამ აინტერესებთ

თაობა „ზეტს“ უფრო აქტიური და საზოგადოებრივი ცხოვრება აქვს და სოციალური პრობლემების მიმართ გულგრილი არაა. მოზარდები მზად არიან აქციებზე საკუთარი უფლებები დაიცვან და სკოლის პროფკავშირებს ქმნიან. „ზეტს“ ეკონომიკური პროცესები და გარემოზე ადამიანის გავლენა აინტერესებს.

ამასთან პირად სივრცეს აფასებენ და პირადი ინფორმაციის გაზიარება არ უყვართ, Facebook-ს საკმაოდ დაშორებული Snapchat ურჩევნიათ.

image

ციფრული თაობის წარმომადგენლები საკუთარ ჯანმრთელოაბზე ზრუნავენ: ისინი სახლში საჭმელს უფრო ხშირად აკეთებენ და სწორი კვების ჩვევას მისდევენ.

image


ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და ადრეული სექსის მიმართ უფრო ნაკლები ინტერესი აქვთ

პოსტმილენიალებს ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და სხვა აკრძალული ნივთიერებების მიმართ ინტერესი ნაკლებად აქვთ. როგორც ჩანს, მათ უბრალოდ არ სჭირდებათ, რადგან უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო რაამების გაკეთება შეუძლიათ. გარდა ამისა, „ზეტებს“ შორის ორსული მოზარდების და ადრეული სექსის შემთხვევები წინა თაობასთან შედარებით უფრო ნაკლებად გვხვდება.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს

image

2. 16 კომიქსი, თუ რისგან "შედგება" სხვადასხვა ეროვნების ადამიანი

image

3. 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ

image

4. სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ

image

5. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ

image


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1515
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1515