x
image
melody_inside
ევროკავშირის ქვეყნებში ყველა ერთჯერადი ჭურჭელი იკრძალება გარდა ჭიქებისა

image


ევროკავშირის ქვეყნებში იკრძალება ყველა ერთჯერადი ჭურჭელი და ყურის ჩხირები, გარდა ჭიქებისა.

ევროკავშირის ქვეყნებში 2021 წლიდან აიკრძალება პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის (одноразового пластика ) წარმოება და გამოყენება.


აკრძალული იქნება პლასტმასის მილაკები, თეფშები და სხვა ჭურჭელი (ჭიქების გარდა). შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის ქვეყნებმა.




„დირექტივა ეთჯერად პლასტმასებზე დაფუძნებულია ევროკავშირის უკვე არსებულ კანონმდებლობაზე ნარჩენებთან მიმართებაში, რომელიც გაფართოვდა და აწესებს უფრო მკაცრ წესებს ყველა სახის პროდუქტებზე და შეფუთვაზე, რომლებიც შედიან ევროპის სანაპიროების დამაბინძურებელ ნივთების ათეულში. ახალი წესები კრძალავს იმ ერთჯერადი პლასტმასის ნაკეთობების გამოყებნებას, რომლებისთვისაც არსებობს ალტერნატივა. გარდა ამისა, შემოდის კონკრეტული ზომები იმ პლასტმასის ნაკეთობების გამოყენების შემცირებისთვის, რომლებიც ყველაზე ხშირად აბინძურებენ გარემოს“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.



ძირთადი მიზანი - პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის შემცირებაა. დღეისათვის მათმა წილმა ზღვაში არსებული ნარჩენების 70 %-ს მიაღწია.


ევროკომისიის შეფასებით, ამ გადაწყვეტილების წყალობით შესაძლებელი იქნება ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება, რომლის ფასიც 2030 წლისთვის 22 მილიარდი ევროს ტოლი იქნება.


ამასთანავე 2029 წლამდე შეგროვებული და დახარისხებული უნდა იქნას გამოყენებული პლასტმასის ბოთლების 90%. გარდა ამისა, 2025 წლამდე პლასტმასის ბოთლის შემადგენლობაში უნდა შევიდეს 24%-ზე არანაკლები ისეთი მასალა, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელი იქნება. 2030 წლისთვის კი ასეთი მასალა ბოთლში უნდა იყოს არა ნაკლებ 30 %-ისა.



დირექტივით ასევე გათვალისწინებულია პლასტმასის პროდუქციის მწარმოებლების პასუხისგებაში მიცემა.


იმისათვის, რომ შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი კანონმდებლობა, ევროკავშირის ქვეყნებს ორი წელი მიეცათ.



ჟენევაში მსოფლიოს 187 ქვეყნის დაახლოებით 1 400-მა მეწარმემ მიიღო პლასტმასის ნარჩენების გლობალური ექსპორტის მარეგულირებელი შეთანხმება. დოკუმენტი დაამტკიცეს 2019 წლის 10 მაისის თორმეტდღიანი კონსულტაციის შემდეგ, როგორც დამატება 1989 წელს მიღებული ბაზელის კონვენციისა, საშიში ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებზე და მათი განადგურების კონტროლის შესახებ.



image


თქვენ მხარს უჭერთ ასეთ ღონისძიებებს?




იხილეთ ასევე:



ეძებდით სწრაფად გამდიდრების ფორმულას? აი ისიც! ჟურნალისტი მინდა ცეტლინი მოგითხრობთ იმ ოთხი ძირითადი ჩვევის შესახებ, რომლებმაც უორენ ბაფეტი მულტიმილიარდელად აქცია. თქვენც შეგიძლიათ დაიწყოთ და ახლავე მიბაძოთ მას. 1. იფიქრეთ როგორც მეწარმემ გაქვთ გამომგონებლის ტვინი? მაშინ გაგიმარათლათ. ცეტლინი ამბობს, რომ უორენ ბ...

რა გადატვირთვას შეიძლება გაუძლოს ადამიანის სხეულმა? შეიძლება თუ არა გატეხილი ნივთი შეაეწებო? შეიძლება თუ არა შეცდომით დასაფლავებულმა ბებიამ სახლისკენ გზა იპოვოს? ეს ვიდეოები პასუხს გასცემენ ამ კითხვებს! ასეთი რამ რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია, მაგრამ ეკრანზე ხომ მკვდარსაც შეუძლია საფლავიდან წამოდგომა. რა არ

ახლო არმოსავლეთში ცხოვრება ერთდროულად მძიმეცაა და სახალისოც. ზოგიერთი შემთხვევა საერთოდ არ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას. უსაფრთხოების ტექნიკა არანორმალური, გიჟი მძღოლები და გამოგონებები, ტვინს რომ აგიფეთქებთ. ღვთაებრივი დონის ველოსიპედისტი უსაფრთხოების წესები? არა,

ჰონკონგში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გზის სავალ ნაწილზე 35 მილიონი ჰონკონგის დოლარი დაიბნა (დაახლოებით 4, 5 მლნ აშშ დოლარი). გამვლელებმა და მძღოლებმა ფულის შეკვრების აღება დაიწყეს. იმ დროისთვის, როდესაც პოლიციამ შემთხვევის ადგილი გადაკეტა, დაიკარგა 15 მლნ ჰონკონგის დოლარი (1, 9 მლნ აშშ დოლარი).

რა თქმა უნდა, დღესდღეობით რეკლამა პროგრესის ერთგვარი მამოძრავებელი გახდა. და რაც არ უნდა ილაპარაკონ ზომბირებაზე, ბანერულ სიბრმავეზე და თავსმოხვეულ ქალაქის საერთო ხედის დამმახინჯებელ გარე რეკლამაზე, გაყიდვების სხვა უკეთესი ეფექტური მეთოდი ადამიანებმა ჯერ ვერ მოიგონეს. რაც არ უნდა ილანძღონ, არსებობს გონიერი

მსოფლიოს ისტორიაში ასედი დიდი შემოწირულობა ჯერ არ ყოფილა. საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ თალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა ქვლმოქმედებისთვის შემოწირა თავისი ქონება მთლიანად, რომელიც კოლოსარულ თანხად ფასდება, კონკრეტულად 32 მილიარდი დოლარი! ავტორიტეტული გამოცემის Forbes-ის შეფასებით, ალ-ვალიდი საუდის არაბეთის უმდი...

0
173
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0