x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"არ უთქვამს ამ ქალს წმინდა ნინო ვარო" - ბაკურ სვანიძე
image

ვერაფერს ვერ ვხედავ ამაში არც დასაცინს და არც საქებარს -წერს ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ წმინდა ნინოს გზის გავლაზე :


"ამ ფაქტზე მხოლოდ ვ ხ უ მ რ ო ბ დ ი, ვმაიმუნობდი, რა თქმა უნდა, ა რ ა ბ ო რ ო ტ უ ლ ა დ. არაფერია აქ "საბოროტო" და
იმიტომ. მეუბნება ზოგიერთი - ს ე რ ი ო ზ უ ლ ა დ ა ც
დააფიქსირე ამაზე შენი პ ო ზ ი ც ი ა ო...
რა უნდა დავაფქსირო?
ქ ა ლ მ ა აიღო ხელში ჯ ვ ა რ ი და გაიარა წმინდა ნ ი ნ ო ს
გზით. ვერაფერს ვხედავ ამაში ვერც საიმისოს, რომ "არიქა!
ფ ს ი ქ ი კ უ რ ა დ შეშლიალია და დროზე უმკურნალეთ!"
ვერც საიმისოს რომ "ვაიმე, ძლივს არ გ ვ ე ღ ი რ ს ა, კაცო,
ასეთი ძალიან მაგარი პრეზიდენტი?!" - არც ერთი ასეთი
პოზიციის არ მესმის! კიდევ უფრო არ მესმის სრულიად
უაზრო და მიუღებელი დ ა ც ი ნ ვ ე ბ ი ს - "აცალეთ, კაცო,
მალე მარიამივით მ ი ი ძ ი ნ ე ბ ს" და მსგავსები...
არ უთქვამს ამ ქალს "წმინდა ნინო ვარო".
უბრალოდ სხვა მ ო მ ლ ო ც ვ ე ლ ე ბ თ ა ნ ერთად
გაიარე წმინდა ნინოს გზა - და ამაში, ვიმეორებ, არაფერია
არც სალანძღავი, არც დსაცინი და არც საქებარი!
უნდოდა და მოილოცა!
ახლა რა, ხვალ და ზეგ გელათში ვ ა რ ძ ი ა შ ი რომ
წავიდეს - "უიუი, თ ა მ ა რ მ ე ფ ე ო!" - უნდა დასცინოთ?
აბსოლუტურად არ მესმის ამ ფაქტზე ასეთი აჟიოტაჟი...
უწყონარ ხ უ მ რ ო ბ ე ბ ს რაც შეეხება - ეს ყოველთვის და
ყველაზე თემაზე მოსულა... აგია ჩემი პ ო ზ ი ც ი ა..."


შეგახსენებთ: 1 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა.



"გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას, რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია. ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც.

​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი" - 29 მაისს, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - "კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა" - სიტყვით გამოსვლისას.image

0
108
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0