x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
წითელი ყელსახვევები და სიმღერა სტალინზე-განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო(ვიდეო)
image

ეს შარჟი იყო თუ ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაში კვლავ დიად სტალინს და კომუნიზმს მისტირიან? სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოწაფეები ბავშვთა დღესთან დაკავშირებით წითელ პიონერულ ყელსახვევებში აყვავებულ გურიას და სტალინს უმღერიან:

"ყვავის გურია შრომის გმირობით, შემოქმედებით!

მიყვარს გურია, განახლებული, ამღერებული, მისი გენებით!


ყველა სოფელი ცას ეჭიდება, სულ საოცნებო არის გურია,

მაგრამ ხიდისთავს აქვს სხვა დიდება, იქ ჯუღაშვილის ნაფეხურია"-ესეც სიმღერის ტექსტი.


ამ ფაქტზე მოკვლვა დაიწყო განათლების სამინისტრომ, როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, თუ საკითხის შესწავლისას ფაქტი ოფიციალურად დადასტურდება შესაძლებელია საკადრო ცვლილებები გატარდეს.


თუმცა „გურია ნიუსთან" საუბარში სამრევლო სკოლის დირექტორის მოადგილემ ნინო გოგეშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო შარჟი:

-ნამდვილად არ მომეწონა, მაგრამ თავიდან ბოლომდე თუ ნახავთ, მაშინ მიხვდებით, რომ საბჭოთა კავშირი გააშარჟეს, -განაცხადა გოგეშვილმა.


0
139
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0