x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქრისტეს საფლავი 500 წლიანი ხელშეუხებლობის შემდეგ, 50 წლიანი მოლაპარაკების შედეგად გახსნეს
image
500 წლის განმავლობაში არავის არ შეუხედია იესო ქრისტეს საფლავზე, მაგრამ 2016 წლის ოქტომბერში სპეციალისტთა ჯგუფმა გახსნა, რათა, გამოეკვლიათ და შეეკეთებინათ.image

ეროვნული გეოგრაფიის არქეოლოგმა ფრედრიკ ჰიბერტმა მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის წმიდა ეკლესიაში წმინდა საფლავის აღდგენაში.

"საუკუნეების მანძილზე ხანძრის, მიწისძვრებისა და შემოსევების შედეგად ტაძარი ბევრჯერ ჩამოინგრა. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, ახდენდნენ თუ არა ყოველ ჯერზე რეაბილიტაციას. "

მომლოცველების ადგილი სარემონტო მდგომარეობაში იყო და 1959 წელს დაიწყეს მოლაპარაკებები საფლავის რესტავრაციის შესახებ. ერთსულოვანი გადაწყვეტილება უნდა გაკეთებულიყო და შეთანხმებულიყო "სტატუს კვოს კომიტეტთან", რომელშიც სამი რელიგიური ლიდერია.image
ედიკულა ანუ პაატარა სახლი, რომელიც ეკლესიის შიგნით მდებარეობს, კლდის გარშემო აშენდა, რომელიც ითვლებოდა ქრისტეს სამარხად, მას გოლგოთას კლდე უწოდეს.


"ყველაფერი უნდა დამტკიცდეს კომიტეტის მიერ, ასე რომ სანთელის შეცვლასაც ბევრი დრო სჭირდება. ეკლესიის მთავარ შესასვლელს აქვს კიბე, რომელიც 240 წელია ერთ ადგილზე დევს, მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ გადაწყვეტილება. მას უწოდებენ უძრავ კიბეს. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ ჩვენ საბოლოოდ ნება დაგვრთეს გვეწარმოებინა სამუშაოები, ეს იყო მოლაპარაკებების ტრიუმფი."- თქვა ჰიბერტმაimage

ექსპერტებმა საბოლოოდ მიიღეს ნებართვა ეკლესიიდან აღდგენის პროცესი ჩაეტარებინათ სამ დღეში. 500 წლიანი იმუნიტეტის შემდეგ, მარმარილოს საფარი გახსნეს ბერძენი და სომეხი მართლმადიდებლური ეკლესიების და ფრანგი ბერების წარმომადგენლების თანდასწრებით.

საფლავის ბოლოში კირქვის ფილა აღმოჩნდა, რაზეც იწვა იესო ქრისტე.image

სარადარო და თერმული სკანერების დახმარებით, 35 ექსპერტს დასჭირდა 60 საათი გასუფთავების და დამუშავების პროცესისთვის.

"ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ შევედით, შევხედეთ საფლავში და დავინახეთ ბევრი ნამსხვრევები. ასე რომ, ის არ იყო ცარიელი, თუმცა არ ყოფილა არტეფაქტები ან ძვლები."- თქვა ჰიბერტმა.

"ჩემთვის ყველაზე საოცარი რამ ის იყო, როცა მტვერის პირველი ფენა ამოიღეს, ვიპოვეთ მეორე მარმარილოს ნამსხვრევი. ეს იყო ნაცრისფერი და არა კრემისფერი, როგორც გარეთ და შუაში იყო დახატული ლამაზი ჯვარი. ჩვენ არ ვიცოდით, რომ იქ ეს იყო."- დასძინა ჰიბერტმა.image

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ჯვარი ამოტვიფრეს XII საუკუნეში ჯვაროსნებმა. ჰიბერტმა აღიარა:

"როდესაც ჩვენ მივხვდით, რა აღმოვაჩინეთ, მუხლები ცოტა ამიკანკალდა."

"ხშირად არქეოლოგიაში, აღმოჩენის ადგილი არ ხდება კვლევის ადგილზე, ეს ხდება მაშინ, როდესაც სახლში ვბრუნდებით და ვახდენთ ყველა იმ მონაცემების შესწავლას. ვინ იცის, რას გვეტყვის ეს".- განაცხადა ჰიბერტმა.
შემდგომ გუნდმა შეაგროვა მონაცემები საფლავის ვირტუალური რეკონსტრუქციისთვის.

ნაციონალური გეოგრაფიის მიხედვით, უკანასკნელმა დათარიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ საფლავი შესაძლოა, რომის პირველი ქრისტიანული იმპერატორის, კონსტანტინეს დროს აშენდა.

"ძვლებისა და ნივთების გარეშე, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ქრისტეს საფლავი. ეს რწმენის საკითხია, ასე იყო ყოველთვის და ალბათ ყოველთვის ასე იქნება. "

image

2017 წლის ნოემბერში ნაციონალური გეოგრაფიის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში მოცემულია მეტი ინფორმაცია წმინდა საფლავის შესახებ.

კვლევის თანახმად, სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ, რომ ეკლესიაში დაცული კირქვის მღვიმის ნაშთები რომაელთა საფლავის ნაშთებია.

Business Inside-ის თანახმად, მეცნიერებმა გაანალიზეს ნარჩენების ქიმიური შემადგენლობა და მიიჩნევენ, რომ ისტორიული მღვიმე 1700 წლისაა. მანამდე ფიქრობდნენ, რომ იგი დაახლოებით 1000 წლის იყო.

2017 წლის ნოემბერში ვაშინგტონში ნაციონალური გეოგრაფიული მუზეუმში გახსნეს 3D გამოფენა სახელწოდებით "ქრისტეს საფლავი.

"ქრისტეს საფლავის" გამოფენა გაგრძელდა 2018 წლის იანვრამდე. სტუმრებს შეეძლოთ ენახათ სარადარო და ლაზერული სკანერები, რომლებიც გამოყენებულ იქნა ისტორიულ ობიექტის მოკვლევისთვის, ასევე, ნახავენ აღდგენის პროექტს, რომელიც განხორციელდა 2016 წელს.

0
2482
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
2482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0