x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ყველა მოთამაშე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო"-ჩხუბი სამეგრელოში ქალთა გუნდებს შორის
image
"ყველა ის ადამიანი ვისაც ამ ბავშვების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში მცირე წვლილი მაინც მიუძღვის ყველა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.გუშინდელი თამაში არ იყო ფეხბურთი, იყო ბრძოლა წესების გარეშე.ძალა ვისაც ერჩის სტადიონს გაერიდოს და ძალები რინგზე მოსინჯოს.სასწრაფოდ შეუწყდეს მწვრთნელს მისი საქმიანობა რადგან მოწინააღმდეგე გუნდის გოგონებისკენ დასარტყმელად იწეოდა, არანაირი უფლება არა აქვს მას ბავშვებს უხელმძღვანელოს..თქვენ კი მაგრები ხართ ბავშვებო აუცილებლად მიაღწევთ კიდევ ბევრ წარმატებებს.არავის არ შერჩება შეურაცხყოფა რადგან ამ ბავშვების უკან მთელი არმია დგას.


P.S დაუზუსტებელი ინფორმაციით არის ვარაუდი გუშინდელ თამაშზე მოწინააღმდეგე გუნდის ყველა მოთამაშე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სასწრაფო რეგირება მოახდინონ შესაბამისმა უწყებებმა რათა მსგავსი ფაქტები მეორედ აღარ განმეორდეს..#ფეხბურთისფედერაციაგძინავს?“– წერს ფეისბუქ მომხმარებელი."წერს ფეისბუქზე ლელა კუჭავა ენმ-დან.

image

შეგახსენებთ, ჩხოროწყუს საფეხბურთო სტადიონზე გოგონათა გუნდების-ხობის “კოლხეთსა” და ჩხოროწყუს “სამეგრელოს” შორის მატჩი ჩხუბით დასრულდა.


ხობის ქალთა ფეხბურთის კლუბის მთავარი მწვრთნელი, ზურაბ ლატარია აცხადებს, რომ გუნდიდან სამი ფეხბურთელია დაშავებული.


"ცხოვრებაში არ მინახავს მსგავსი სიტუაცია. ჩემი გუნდიდან სამი ფეხბურთელია დაშავებული: ანა წულაია, მარი გოროზია და თათია ჯიშკარიანი. მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. გოგონებს აქვთ ტვინის შერყევა, მყავდა საავადმყოფოში და ექიმმა 5 დღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერა“, - განაცხადა მწვრთნელმა.


საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის გათამაშება 13 აპრილს დაიწყო, რიგით მე-4 ეროვნულ ჩემპიონატში 10 გუნდი იღებს მონაწილეობას, ესენია:ხაშურის „ივერია“, ლანჩხუთის „ლანჩხუთი“, ქუთაისის „მართვე“, ბათუმის „დინამო“, თბილისის „ნიკე“, ხობის „კოლხეთი“, ჩხოროწყუს „სამეგრელო“, თბილისის „ნორჩი დინამო“, გორის „გორი იუნაიტედი“ და ახალციხის „ზარზმა", ჩემპიონი 20 სექტემბერს გამოვლინდება.

1
744
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
744
  
2019, 3 ივნისი, 21:33
გოგომ რატომ უნდა ითამაშოს ფეხბურთი,ან რატომ უნდა იჭიდაოს და შტანგები ათრიოს,როცა არსებობს მხატვრული ტანვარჯიში და საერთოდ სპორტის ისეთი სახეობები,რომელიც ხელს ქალის ქალურობას და სინაზეს..
0 1 1