x
კოპა ამერიკის დაწყებამდე

image

საკლუბო სეზონი უკვე დასრულდა, თუმცა წინ ცხელი ზაფხულია. ფეხბურთის გულშემატკივრებს სანაკრებო ფეხბურთის ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი, კოპა ამერიკა ელოდებათ, რომელიც სტარტს 14 ივნისს აიღებს და 7 ივლისს დასრულდება. კოპა ამერიკა 2019-ის მასპინძელი ქვეყანა ბრაზილიაა, სულ აღნიშნულ ტურნირზე 12 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, აქედან 10 როგორც ყოველთვის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებია, ხოლო დანარჩენი ორი კი აზიას წარმოადგენს (ყატარი და იაპონია). ტურნირის ბოლო გამარჯვებული ჩილეს ნაკრებია, რომელმაც თასი 2016 წელს აშშ-ში აღმართა. გუნდები 3 ჯგუფში გადანაწილდნენ, საიდანაც პირველ და მეორე ადგილებზე გასულებს საუკეთესო ორი მესამეადგილოსანი დაემატება და ერთმანეთს უკვე მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან. სიახლეა ისიც, რომ მოწვეულ ქვეყნებს შორის ვერ მოხვდნენ მექსიკა და აშშ. აღნიშნულ ტურნირს ბრაზილიის ხუთი ქალაქი უმასპინძლებს: სალვადორი, რიო დე ჟანეირო, სან პაულო, ბელო ჰორიზონტე და პორტო ალეგრი. გახსნის ცერემონია 14 ივნისს სან პაოლუში ჩატარდება, ხოლო მესამეადგილისთვის გასამართ მატჩს და ფინალს, შესაბამისად "არენა კორინთიასი" და "მარაკანა" უმასპინძლებენ. კოპა ამერიკის რიგით 46-ე გათამაშება იმ კუთხითაც არის საინტეტესო, რომ აღნიშნული ტურნირი შესაძლოა არგენტინელი გენიოსისთვის, ლეო მესისთვის სანაკრებო დონეზე ტიტულის მოგების ერთ-ერთი ბოლო შანსიღა იყოს, ასე რომ წინ ცხელი ზაფხული და დიდი საფეხბურთო სანახაობა გველოდება.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარ რეხვიაშვილი
ნუგზარ რეხვიაშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0