x
image
მარიამ პირველი
,,გეი-აღლუმის'' ორგანიზატორები დანებებას არ აპირებენ
image
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების განცხადებით - ისინი ''დანებებას არ აპირებენ და 18-25 ივნისს ''გეი-კვირეულს'' აუცილებლად ჩაატარებენ.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გ განცხადებით, პოლიცია “გეი-აღლუმის'' ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი მარშუტის (რუსთაველი გამზირი) უსაფრთხოების უზრუნველყოფას საზოგადოების მხრიდან წამოსული საფრთხეების გამო ვერ შეძლებს. მათ ორგანიზატორებს გამოხატვის სხვა შესალებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები შესთავაზეს, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის.
ამის საპასუხოდ "თბილისი პრაიდი"-ს ორგანიზატორების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი სახელმწიფოს მიდგომას გმობენ და დაგეგმილი "ღირსების მარშის" ფარგლებში "გეი-აღლუმის" ჩატარების გაუქმებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ სახელმწიფოს ჰქონდა 6 წელი, რომ გაეაზრებინა მომხდარი მოვლენები და აეღო პოზიტიური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მოჭარბებული სიძულვილისა და აგრესიის აღმოსაფხვრელად. სამწუხაროა, რომ ექვსი წლის თავზეც გვიწევს იმავე მოცემულობაში ყოფნა, როცა მოძალადე ჯგუფებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, სახელმწიფო არჩევანს მოძალადეების სასარგებლოდ აკეთებს.
შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, თბილისი პრაიდის გუნდი აგრძელებს კვირეულის ორგანიზებას. ჩვენ არ ვაპირებთ დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმებას ან გეგმების შეცვლას. თუ სახელმწიფოს არ შესწევს უნარი ან არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ უზრუნველყოს ჩვენი შეკრების თავისუფლება, მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და შსს მინისტრ გიორგი გახარიას, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და საჯაროდ ისაუბრონ იმ მიზეზებსა და გამოწვევებზე, რომლის საფუძველზეც ''თბილისი პრაიდს'' ეზღუდება კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით სარგებლობა
."

განაცხადეს ''თბილისი პრაიდის'' ორგანიზატორებმა.

1
289
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
289
  
2019, 2 ივნისი, 16:44
"გეინაზებიან-გეილახებიანო! ასე ამბობენ :)
0 1 1