x
როგორ შეიცვალა სვასტიკის მნიშვნელობა

image

სვასტიკის სიმბოლო ყველაზე ადრე აღმოჩენილია 15 000 წლის წინ მამონტის ძვლისგან გამოთლილ ჩიტზე. ივარაუდება, რომ უძველესი გრავიურა სიუხვის და ჯანმრთელობის სიმბოლო იყო, რაც ანალოგი იყო, მამონტისა, რომელიც ასევე მიიჩნეოდა სიუხვისა და ბარაქის სიმბოლოდ. აქედან გამომდინარე სვასტიკის პირვანდელი კონცეფცია დადებითი იყო. გამოსახულებამ თანამედროვე მნიშვნელობა სანსკრიტული სვასტიკიდან მიიღო, რაც „ კეთილდღეობის შესაძლებლობას“ ნიშნავს. სვასტიკა საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა, იყო ინდუიზმის სიმბოლო, სვასტიკა გვხვდება ბუდიზმშიც და ჯაინიზმშიც, ქრისტიანულ სამყაროში ჯვრის სტილიზებული ვარიანტიცაა, ძველ აზიურ კულტურაში როგორც ხელოვნების ნიმუში, ბერძნულ ვალუტაშიცაა სვასტიკის გამოსახულება, შუა საუკუნეების რენესანსულ და ბაროკოს არქიტექტურაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რკინის ხანაში - მატერიალური კულტურის ნივთი. მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლოს მრავალსაუკუნოვანი დადებითი მნიშვნელობა აქვს, ის სამუდამო უარყოფითი კონტექსტისთვის ნაცისტურმა გერმანიამ „გაიმეტა“.1920 წელს ადოლფ ჰიტლერმა მიიღო გადაწყვეტილება, სვასტიკა გერმანიის ნაციონალური სიმბოლო და ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის, ანუ ნაცისტური პარტიის დროშის ცენტრალური ელემენტი ყოფილიყო, რომელიც გერმანიის სათავეში შემდეგი ათწლეულის განმავლობაში მოვიდა. 1945 წელს სვასტიკა მეორე მსოფლიო ომის ასოციაციას იწვევდა, დაუნდობელი ომის, ფაშიზმის და გენოციდის. პარტიისთვის ნიშანი არჩეულო იყო იმისთვის, რომ უკეთ წარმოეჩინათ მიზნები- ევროპის ნაციონალური ნიშნით გაწმენდა. ჰიტლერი და საერთოდ ნაცისტური პარტია თვლიდნენ, რომ სუფთა სისხლის გერმანული გენი არიული რასისგან წარმოიშვა - რასა, რომელიც გამოიყენება ინდოევროპული, გერმანიკული და სკანდინავიური ხალხის აღსანიშნავად - და სხვა წარმოშობის ხალხი ევროპიდან უნდა ამოეძირკვათ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სვასტიკა სიძულვილად და წინასწარ შექმნილ შეხედულებებთან სტიგმატიზირდა. სვასტიკის გამოყენება, სხვა დანარჩენ სიმბოლოებთან ერთად, დღევანდელ გერმანიაში სასტიკად აკრძალულია.


0
222
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0