x
image
მარიამ პირველი
ბავშვთა დაცვის მსოფლიო საერთაშორისო დღე
image

პირველი ივნისი - ზაფხულის პირველი დღე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელის აღნიშვნის დღე პირველად 1925 წელს, ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა, ხოლო პირველად 1950 წლის პირველ ივნისს აღინიშნა და მას შემდეგ, ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

image

მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშა აქვს, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა.


მწვანე ფერის დროშის ცენტრში გამოსახულია დედამიწა, მის გარშემო კი ხუთი სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურაა განლაგებული.

მწვანე ფერი - სიცოცხლისა და ჰარმონიის ფერია, რომელიც გვახსენებს რომ ჩვენს გარშემო კეთილი და ნაყოფიერი სამყაროა.

image

დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია, ლურჯი ფერი კი მიგვანიშნებს ერთიანობაზე, რომელიც გაგებით და სიყვარულით მიიღწევა.

ხუთი ფერის ადამიანთა ფიგურა სხვადასხვა რასის სიმბოლოა, რომელთა შორის მხოლოდ მეგობრული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება უნდა იყოს, რომელიც გამორიცხავს მტრობას ერთმანეთის მიმართ.

მათი ფეხების შეერთებისას გამოსახული ვარსკვლავი ის დადებითი სხივია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ადამიანთა კეთილგანწყობის და მეგობრული ურთიერთობების შედეგად იკაშკაშებს.

ხუთი სხვადასხვა წრე სიმბოლოა კაცობრიობის ერთი საწყისისა.

თავში გამოსახული ადამიანის ლურჯი ფიგურა ღმერთის სიმბოლოა, რომელსაც ყველა თანაბრად უყვარს, განურჩევლად რასისა, სქესისა, მრწამსისა, კანის ფერისა და მატერიალური მდგომარეობისა.

image

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღესასწაულს აღნიშნავენ საბავშვო ღონისძიებებით, კონცერტებით, საქველმოქმედო აქციებით, ამ დღეს განსაკუთრებულად ცდილობენ დაეხმარონ მიუსაფარ, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს.

image


1
87
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
87
  
2019, 1 ივნისი, 14:57
გილოცავთ ყველას
0 1 1