x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბექა რევაზიშვილი-პლეხანოვზე გვყვანან არაბი, ერაყელი და ირანელი "მამიდები", რომლებიც როენასგან განსხვავებით ხელშეუხებელნი არიან

image
"ქართული მარშის" ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი - ბექა რევაზიშვილი მარჯანიშვილის ქუჩაზე კაფეში მომხდარ ინციდენტს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:


"გუშინ პლეხანოვზე დააკავეს ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი გიორგი ონიანი, რომელმაც ერთ-ერთ არაბულ ბარში არაბი მიგრანტების მიერ ქართველი არასრულწლოვანი გოგოების მიმართ ჩადენილი შეურაცხმყოფელი საქციელის შემსწრე გახდა და მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა.
პოლიციამ ის ადგილზევე დააკავა, ხოლო არაბი მიგრანტები ბოდიშის მოხდით გაუშვა.
ვისაც პლეხანოვზე ღამის 12 საათის შემდეგ აქვს გავლილი, ყველა დამეთანხმება, რომ არის ბარები, სადაც ქართველი მამაკაცებისგან განსხვავებით, ქართველ გოგონებს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით ხვდებიან.
ახალი ამბავი არც ის არის, რომ მუსლიმანური ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები თავიანთ ბარებში ქართველ გოგოებს (ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანებს) პროსტიტუციაში რთავენ და მათ საკმაოდ შეურაცხმყოფელადაც ექცევიან. საქართველოში პროსტიტუცია კანონით იკრძალება, მაგრამ რატომღაც პლეხანოვზე არავინ არ აკონტროლებს თუ რა ხდება ღამით ბარებში. პლეხანოვზე გვყვანან არაბი, ერაყელი და ირანელი "მამიდები", რომლებიც როენასგან განსხვავებით ხელშეუხებელნი არიან "

შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი ონიანი პოლიციამ პლეხანოვზე დააკავა, მას ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. დღეს დილით სასამართლო პროცესი მტკიცებულებების არ ქონის გამო გადაიდო.."

imageშეგახსენებთ, მარჯანიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, კერძოდ არაბები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის დაუმორჩილებლობა ედება, მეორეს კი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან.

0
489
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0