x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«შიშველი ღამეები» – ლონდონის ცენტრში ნუდისტებისთვის პაბი გაიხსნა

Coach & Horses ოფიციალურად მიენიჭა ნუდიდტური ბარის ლიცენზია და ახლა მის პერსონალს და კლიენტებს შეუძლიათ პაბში სრულიად შიშვლები იყვნენ.

ბევრი ლონდონელისთვის, სამუშაოს შემდეგ, ერთ-ერთ ხალხმრავალ პაბში, კათხა ლუდით, მეგობრებთან ერთად დროს გატარება — №1 საქმე და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხოლო, ამის შემდეგ, მათ ამის გაკეთება შიშველ მდგომარეობაშიც შეეძლებათ, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში.


image


Coach & Horses მეპატრონე ალასტერ ჩოატი ამბობს, რომ ძველი მეპატრონისგან პაბის შეძენის შემდეგ, იქ არაფერი შეუცვლია და მისი ატმოსფერო და აურა სრულად შეინარჩუნა.

The Coach & Horses პაბი ლონდონის ცენტრში 18-ე საუკუნის მიწურულს გაიხსნა და მას შემდეგ, იქ მუდმივად სასადილო ან ბარი ფუნქციონირებდა. II მსოფლიო ომის შემდეგ, სასადილო დაბალბიუჯეტიანი ლონდონელების საყვარელი თავშეყრის ადგილი იყო. მისი ხშირი სტუმრები ჟურნალისტები, მსახიობები და მწერლები იყვნენ. ამჟამინდელი პატრონის ხელში დაწესებულება 2006 წელს გადავიდა და 2019 წლის თებერვლამდე, ის «ლონდონის პირველი ვეგეტარიანული და ვეგანური პაბის» პოზიციაზე იყო.


image


ალასტერმა და მისმა ქალიშვილმა ჰოლიმ ტრადიციული ლონდონური პაბი აღადგინეს და ყველანაირად ცხილობენ, როგორც თავად ამბობენ: «მასში ბოჰემური ატმოსფეროს შენარჩუნებას, რომელიც ასე მოსწონთ მწერლებს, მხატვრებს, ჟურნალისტებს და მსახიობებს». და ახლა, ისინი შიშველი სტუმრების მისაღებადაც მზად არიან.


«შეშველი ღამეები»


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბარის მეპატრონემ და მისმა თანამშრომლებმა «შიშველი კალენდარი» გამოუშვეს, რომლის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდებში ირიცხებოდა. შემოსავლის წყაროს გარდა, კალენდარი პაბის რეკლამაც იყო და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალასტერ ჩოატთან მთელი მსოფლიოდან დაიწყეს რეკვა, იმის გარკვევა, ნუდისტებს იღებდა, თუ არა, პაბი.

ასე გაჩნდა პაბში «შიშველი ღამეების» მოწყობის იდეა. მის განსახორციელებლად კი, ადგილობრივი ხელისუფლებისგან, სპეციალური ლიცენზიის მიღება იყო საჭირო. და როგორზ უკვე აღვნიშნეთ, ასეთი ლიცენზია გაიცა.

ალასტერმა ახსნა, რომ პაბში შიშველი შესვლა ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი. ამის გაკეთება მხოლოდ განსაზღვრულ, წინასწარ შეთანხმებულ დროს შეიძლება. პირველი ნუდისტური ღამე, ამა წლის ივნისში გაიმართება და მასზე დასწრების მსურველები რეგისტრაციას უკვე გადიან.

imageimage

image


imageimageimageimage







0
667
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0