x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სიცოცხლის გახანგრძლივების ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება

ცხოვრების აზრის არსებობის შემთხვევაში – ანუ, თუ ადამიანს ცხოვრებაში რამე სტრატეგიული მიზანი აქვს, რომლის შესრულება ძალიან უნდა, – ნაადრევი სიკვდილის რისკი 50%-ით მცირდება.


image


ხანში შესული ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში რაიმე სახის მიზანი აქვთ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე მათი თანატოლები, მიზნის გარეშე – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რაშის უნივერსიტეტში (Rush University Medical Center, ჩიკაგო, ილინოისის შტატი, აშშ) ჩატარებული კვლევის შემდეგ მეცნიერები.

ექსპერიმენტი 5 წლის მანძილზე ტარდებოდა და მასში 1, 2 ათასი ხანში შესულ ადამიანი მონაწილეობდა და მისი მსვლელობის პერიოდში, 151 გარდაიცვალა.

კვლევის ავტორები აანალიზებდნენ მოხუცების როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რეგულარულად აგროვებდნენ მონაცემებს მათი ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობის შესახებ და ვიდრე დასკვნას დადებდნენ, ექსპერიმენტში მონაწილეთა ცხოვრების ყველა ასპექტი გაითვალისწინეს, მათ შორის: ფსიქო-ემოციური, რელიგიური, მორალური... შედეგად, გაირკვა, რომ ყველაზე ადრე ამ ცხოვრებიდან ის ადამიანები მიდიან, რომლებიც ყოველდღიურმა საქმიანობამ შთანთქა და ოცნების უნარი დაკარგეს.

მსგავსი შინაარსის ექსპერიმენტი აშშ-ში 2006 – 2010 წლებშიც ჩატარდა. მაშინ კვლევა უფრო მასშტაბური იყო და მასში, 50 წელს გადაცილებული, თითქმის, 7 ათასი (6985) ადამიანი მონაწილეობდა. ხოლო, კვლევის შედეგები ჟურნალში – «JAMA Network Open» გამოქვეყნდა. ამ კვლევის მიხედვითაც, სიკვდილის რისკი მით უფრო დაბალია, რაც უფრო ნათლად აქვს ადამიანს წარმოდგენილი სამომავლო გეგმა, თუ მიზანი.

ათასობით ადამიანზე დაკვირვების და გამოკითხვის მიუხედავად, მეცნიერებმა ვერ გაარკვიეს, რა კავშირი არსებობს მიზანდასახულობას და სიცოცხლის გახანგრძლივებას შორის. თუმცა, მისი ავტორები აღნიშნავენ, რომ ცხოვრებისეული მიზნის არარსებობამ, შესაძლებელია, ადამიანს ჯანმრთელად ყოფნის და აქტიურობის მოტივაციის შესუსტება გამოიწვიოს.

«ცხოვრების მიზნის პოვნა, შეიძლება ოჯახში, სამუშაოზე, რელიგიაში, ხელოვნებაში და სხვა სფეროებში, – ამიტომ, სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ ვთვლით, რომ ცხოვრებისეული მიზანი, დროთა განმავლობაში, შეიძლება შეიცვალოს კიდეც. არსებულმა კვლევამ იმის ვარაუდის საფუძველიც მოგვცა, რომ ცხოვრებისეული მიზნის ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა, ვოლანტიორობასაც (ნებაყოფლობით, სხვისი დახმარების სურვილი) შეუძლია» — განაცხადა კვლევის ერთ–ერთმა ავტორმა, მიჩიგანის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის კათედრის დოცენტმა სელესტა ლი პირსმა.

imageimageimageimageimageimageimage






0
305
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0