x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვის ხელში ვართ?!
image
საქართველოს ეკონომიკა რომ წელში გამართული არაა, ყველას კარგად მოეხსენება, თუმცა ფაქტები, რომლებზეც ქვემოთ მოგახსენებთ, ნამდვილად გაგაოცებთ.


საქმე ისაა, რომ საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა მსხვილი კომპანია სხვადასხვა სფეროში რუსულ კვალზე მიანიშნებს.მაშ ასე:

1. “ინტერ რაო". მას ეკუთვნის სს “თელასის" 75%, ასევე თბოსადგური შპს “მტკვარი ენერგეტიკი" და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები - “ხრამჰესი1" და “ხრამჰესი 2". იგი ასევე მართავს კავკასიის ყველაზე მძლავრ “ენგურჰესს, ". “ინტერ რაო" მმართველობაში ჩართული არიან რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.


2. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი". წყალმომარაგების კომპანიის მფლობელია ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს “ჯორჯიან გლობალ იუთილიზითი", რომლის დირექტორი, მიხაი ტუზოვი, სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსული “ინტერ რაოს" შვილობილ კომპანიებში.ამავე შპს-ს ეკუთვნის რუსთავის წყალი და მცხეთის წყალკანალი.



3. “ლუკოილ ჯორჯია" რუსული “ლუკოილის" შვილობილი კომპანიაა, რომელსაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთმა სანქცია დაადო.


4. “გალფი". კომპანია ეკუთვნის “სან პეტროლიუმ ჯორჯიას", რომელიც რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს ეკუთვნის.ეს უკანასკნელი ასევე ფლობს კომპანია “პეტროკას ენერჯი ლიმიტედს", რომლის 49%წილის მფლობელი რუსული “როსნეფტია" (ასევე სანქცირებული დასავლეთისგან.)



5. “RMG GOLD" და “RMG Cooper". მათი მფლობელები არიან რუსი მილიარდერები, დიმიტრი ტროცკი და დიმიტრი კორჟიევი.


6. “აიდიეს ბორჯომი საქართველო". მინერალური წყლების კომპანია რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის ხელშია.


7. “ბილაინი". მობილური ოპერატორი ასევე ზემოთ ნახსენები ოლიგარქის კომპანია “Alea Group"- ის წევრია.


8.“ვი თი ბი ბანკი". მისი მფლობელი რუსული “ვი თი ბი ბანკია", რომლის აქციების 59% რუსეთი სახელმწიფოს ეკუთვნის.

ეს სრული სია არაა იმ რუსული კომპანიების, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ.რუსული კაპიტალი დევს კვებისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში, მშენებლობაში, სასტუმროებში და ა.შ.

ბოლო პერიოდში რუსული “გაზპრომი" საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებით ცდილობს კონკურენცია გაუწიოს აზერბაიჯანულ “სოკარს" საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანაში.

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0