x
image
ეკა ლაცკა
რატომ მოსწონთ მამაკაცებს თავისზე ასაკით უფროსი ქალები

image

ალბათ, შეგიმჩნევიათ რომ მამაკაცებს ხშირად მათზე ასაკით უფროსი ქალები მოსწონთ.

რატომ მაინცდამაინც ასაკით უფროსი?

თუ ამ კითხვის პასუხი გაინტერესებთ მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

იტალიელმა სოციოლოგებმა ჩაატარეს გამოკითხვა რის შემდეგაც ასაკით უფროსი ქალების მოწონების 4 მთავარი მიზეზი გამოიკვეთა.

1. საუკეთესო სექსი.

image

ამბობენ, რომ რაც მეტად ემატება ასაკი ქალს, მით მეტად დახვეწილი ხდება სექსის დროს.

ამას ემატება ისიც, რომ უფროსი ასაკის ქალბატონებისთვის დაქორწინების სურვილი მნიშვნელობას თანდათან კარგავს.

მათთვის მთავარი სიყვარული, ურთიერთობა და ურთიერთპატივისცემაა და არა თითზე წამოცმული ბეჭედი.

ეს კი მამაკაცებს ერთგვარ თავისუფლებას აძლევს. შესაბამისად ურთიერთობაც გაცილებით ლაღი და სასიამოვნო ხდება.

2.ისინი დამოუკიდებლები არიან.

image

ხშირ შემთხვევაში ასეთ ქალებს უკვე აქვთ საკუთარი ბინა/სახლი. აქვთ სამსახური და ისინი დამოუკიდებელნი არიან.

3.ისინი ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად.

image

სრული აბსურდია, რომ მამაკაცებს ჭკვიანი ქალები არ უყვართ.

ისინი უდიდეს კომფრტს განიცდიან ინტელექტუალ, ჭკვიან ქალებთან. ყველაზე სექსუალური ქალი ხომ გონებით არის.

ამ ასაკის ქალთან საუბარი სექსზე არანაკლებ სასიამოვნოა.

4. მათში მეტია სტილის შეგრძნება.

image

20 წლის გოგონებისგან განსხვავებით, უფროსი ქალები უვლიან საკუთარ გარეგნობას.

უკვე ფორმირებული აქვთ საკუთარი ჩაცმის სტილი, იციან ქუსლიანი ფეხსაცმლის, სამკაულის და რაც მთავარია საკუთარი თავის ფასი....

მოკლედ რომ ვთქვათ ისინი უკვე ქალები არიან.

...

ახლა ვარსკვლავების სიას გადავხედოთ და ის რამდენიმე ქალი ავარჩიოთ, ვისაც თავისზე ასაკით ბევრად პატარა პარტნიორი ყავს... (ასეთი კი საკმაოდ ბევრია).

*დემი მური - დემი მური დაქორწინდა ეშტონ კატჩერზე 2005 წელს. დემი მაშინ 43 წლის იყო, ხოლო ეშტონი 27-ის. 2013 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

image

*ელიზაბეტ ტეილორი - ტეილორი ლარი ფორტენსკიზე დაქორწინდა 1991 წელს. ელიზაბეტი 59 წლის იყო, ხოლო ლარი 39-ის. წყვილი 1996 წელს გაშორდა.
image

*ტინა თერნერი - 2013 წელს მომღერალი დიდი ხნის სიყვარულზე, ერვინ ბაჰზე დაქორწინდა. ქორწინების დროს თერნერი 78 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 58-ის.

image

* სანდრა ბულოკი-რაიან გოსტლინგი, ურთიერთობა გაგრძელდა 1 წელი, ასაკში განსხვავება 16 წელი.
image

კამერონ დიასი-ჯასტინ ტიმბერლეიკი-ურთიერთობა გაგრძელდა 4 წელი, სხვაობა ასაკში 9 წელი.
image

მონიკა ბელუჩი და მისი18 წლით უმცროსი შეყვარებული
image

1
759
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
759
  
2019, 31 მაისი, 15:41
თუმცა საბოლოოდ ყველა დაშორდა ...
0 1 1