x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორი სიმთვრალე გაქვთ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით, კირჩხიბი, ლომი, ქალწული

კირჩხიბი

image

თუ მთვრალ კირჩხიბს გადაეყარეთ, მთელი დრო მის დამშვიდებაში უნდა გაატაროთ, რადგან თითქმის სულ ტირის და იატაკზე დამხობილი მთელი გულით მოთქვამს, წვრილმან თუ მსხვილმან პრობლემებზე. სიმთვრალეში ხშირად ეცვლება განწყობა, ერთ მომენტში უზომოდ ბედნიერია, გავა რამდენიმე წუთი და შეიძლება ისე გაბრაზდეს, რომ ეჩხუბოს ყველას ან ტირილით გავიდეს მეორე ოთახში.

image

ამ მდგომარეობამდე კირჩხიბები სწრაფი სმის გამო მიდიან. პირველი ჭიქიდან მოყოლებული ისე სწრაფად ცლიან მომდევნო ჩიქებს რომ ამოსუნთვასაც ვერ ასწრებენ. შედეგიც არც ისე სახარბიელოა. ქეიფის ბოლოს ზოდიაქოს ეს ნიშანი თითქმის სულ ცუდ ხასიათზეა ან ცუდად გრძნობს თავს.

ლომი


ძალიან გაგიჭირდებათ მთვრალი ლომისთვის იმის დამტკიცება რომ ის ნამდვილად მთვრალია, ზოგადად ლომებს საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა არ უყვართ. სანამ სასმელი ბოლომდე არ იმოქმედებს მანამდე დიდი ძალისხმევით, ლომები ინარჩუნებენ თავიანთ მედიდურობას, თუმცა სიმთვრალის ბოლო სტადიაზე ყოველგვარი თავშეკავება იხსნება და ლომი თავდავიწყების მორევში გადადის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები სიმთვრალეში ძალიან მხიარული და გართობის მოყვარულები არიან. სჩადიან ათასგვარ სისულელე, რომლებსაც მეორე დღეს ნანობენ. და საკუთარ თავზე ბრაზობენ.

image

ქალწული

ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად არ თვრებიან. რადგან სასმელს დიდად არ სწყალობენ. თუ მოხდა და დათვრნენ, ძირითადად აგრესიულები და კრიტიკულები ხდებიან.

image

კრიტიკისადმი სიყვარული ქალწულებს ბუნებით აქვთ მინიჭებული. ყველა დეტალს ეჭვის თვალით უყურებენ. სიმთვრალეში გინებასაც არ ერიდებიან. მოკლედ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქალწულებს ცუდი სიმთვრალე აქვთ. უმეტესწილად ქალწულები სმას მარტო ამჯობინებენ. თუ სადმე ბარში, კუთხეში მჯდომარე ადამიანს შეამჩნევა, რომელიც ნელ - ნელა სცლის ჭიქა ღვინოს, დიდი შანსია, ქალწული აღმოჩნდეს.

როგორი ხარ სიმთვრალეში ჰოროსკოპის მიხედვით, ვერძი, კურო ტყუპები

image


რა დიდი მნიშვნელობა აქვს დაფნას დიაბეტიანებისათვის

image

ვინ არიან ბელ სუონოს სოლისტები, როდესაც პოლიტიკა სრულიად უძლურია

image

0
101
1-ს არ მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0