x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
აირჩიეთ ვარდი და გაიგეთ უფრო მეტი საკუთარ პიროვნებაზე
გიყვართ ვარდი? მართლაც, ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს ულამაზესი ყვავილი არ უყვარს.

ყვავილების დედოფალი, როგორც ვარდს უწოდებენ, შეიძლება ადამიანსაც კი შევადაროთ. ვარდის ჯიში და ფერი უამრავია. სურათზე გამოსახული ვარდებიდან აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. სწორედ არჩეული ვარდი იქნება თქვენი ხასიათის და შინაგანი ბუნების ანარეკლი.

image

როცა ვინმე ვარდების თაიგულს გჩუქნით, შეგიძლიათ სწორედ მის მიერ შერეული თაიგულის ფერების მიხედვით მიხვდეთ, თუ როგორ ადამიანთან გაქვთ საქმე.



1.ამ ფერს ძირითადად გულწრფელი, ალალი ადამიანი ირჩევს. ეს ფერი მიუთითებს თამამ მიზანსწრაფულობასა და კარგ ინტუიციაზე. წითელი ვარდების მოყვარულებმა იციან რა უნდათ და თავის მიზნებს აღწევენ კიდეც. თუმცა, ეს ადამიანები ხშირად განიცდიან სტრესს, რადგან სულ სადღაც ეჩქარებათ და დასვენება ავიწყდებათ. ისწავლეთ მოდუნება. დროდადრო გაისეირნეთ, კარგ ფილმს უყურეთ, ან უბრალოდ დივანზე წამოწექით და წაიკითხეთ.

image

2.ამ უჩვეულო ფერის არჩევა იმაზე მიუთუთებს, რომ თქვენი საყვარელი საქმიანობა გარშემომყოფებზე ზრუნვაა. ოჯახი და ნათესავები თქვენთვის პირველ ადგილზე არიან. ერთი ჩვევა გაქვთ, რთულ სიტუაციებში გარშემო სამყაროს ზურგს აქცევთ და ემიჯნებით. ისწავლეთ გარისკვა, ნუ განიცდით ცვლილებებს და შეიგრძენით ცხოვრების გემო.

image

3.ეს არჩევანი ადამიანის მგრძნობიარე ბუნებაზე მიუთითებს.ემოცები არ გაძლევენ საშუალებას, რომ თქვენი მნიშვნელობა აღიქვათ ამ სამყაროში. ზედმეტი განცდების გამო ხშირად გრძნობთ თავს მოუსვენრად. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვების აზრს, მოდუნდით.

image

4.გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხართ, შემოქმედებითი ნატურით. თქვენთან კაცი არ მოიწყენს, მზად ხართ ახალი ნაცნობობისა და თავგადასავლებისთვის. შეეცადეთ დაწყებული საქმეები შუა გზაზე არ მიატოვოთ.გამონახეთ საკუთარ თავში ინტერესი თქვენი საქმიანობის მიმართ.

image

5.გიყვართ სამომავლო გეგმების დალაგება, მაგრამ აწმყოთი ტკბობა გავიწყდებათ. იმის ნაცვლად, რომ იოცნებოთ, დაიწყეთ ამ ოცნებების განხორციელება სწორედ ახლა.

image

6.ეს უჩვეულო ფერი იმაზე მიუთითებს, რომ საკმაოდ დისციპლინირებული და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. ოცნება თქვენთვის მხოლოდ ცარიელი სიტყვები კი არა, მოქმედებაცაა. პირად ცხოვრებაზე კი დაფიქრება გმართებთ:სიხარულის გაზიარება ხომ საყვარელ ადამიანთან ერთად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისით მარტო ტკბობა.

image

0
241
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0