x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აზერბაიჯანის მთავარმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა გამოწვევა გაუგზავნა წარმოშობით თბილისელ, მოსკოვში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტ "ოსეტრინას"

image ბესიკ კვინიხიძე (ბესო რუსთავსკი)
აზერბაიჯანის მთავარმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ნადირ სალიფოვმა, რომელიც კრიმინალურ სამყაროში "გული"-ს მეტსახელითაა ცნობილი, გამოწვევა გაუგზავნა გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტ ედუარდ ასატრიანს (ედიკ ოსეტრინა), რომელიც წარმოშობით თბილისელია და ამჟამად მოსკოვში ეწევა კრიმინალურ საქმიანობას.-იტყობინება სააგენტო "პრაიმ კრაიმი".
ორ გავლენიან "კანონიერ ქურდს" შორის კონფლიქტის მიზეზი კი გახდა ქართველი, 36 წლის უკვე ყოფილი "კანონიერი ქურდი" ბესიკ კვინიხიძე, რომელიც "ბესო რუსთავსკის" მეტსახელითაა ცნობილი.
კვინიხიძე 2013 წელს "აკურთხეს კანონიერ ქურდად", თუმცა სულ რაღაც ერთი წლის მერე მოუხსნეს "კანონიერი ქურდის" სტატუსი, რადგან აღმოჩნდა, რომ მან "ქურდად კურთხევის" წინ დამალა გარკვეული ინფორმაცია მისი წარსულიდან.
ამის შემდეგ კვინიხიძემ ორჯერ მოიხადა სასჯელი სტატუსის გარეშე, როგორც რიგითმა პატიმარმა და ამჟამად სასჯელს ძარცვისათვის იხდის სარატოვის ოლქში, ნომერ მეშვიდე, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
კოლონიაში მყოფმა ყოფილმა "კანონიერმა ქურდმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან ეგრეთ წოდებული "წითელი ზონა გააშავა", დაიცვა რა პატიმრები წამებისა და გაუპატიურებისაგან, რასაც მისი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა აღნიშნულ კოლონიაში.
რუსეთის კოლონიებში კი "ბესო რუსთავსკის" მხარდასაჭერად ხუთი მოსკოველი "კანონიერი ქურდის" შეტყობინება (მალიავა) შევიდა, სადაც წერია, რომ "ბესო რუსთავსკი" ისეთივე "ქურდია", როგორც ქურდული შეტყობინების ავტორები და ვისაც გაუჩნდება კითხვები ამასთან დაკავშირებით შეუძლია აზერბაიჯანის მთავარ კრიმინალურ ავტორიტეტს ნადირ სალიფოვს (გული) დაუკავშირდეს, ცნობილია, რომ სალიფოვი უჭერს მხარს კვინიხიძეს.
ბესიკ კვინიხიძის "ქურდად კურთხევის" კატეგორიული წინააღმდეგი იყო "კანონიერი ქურდი" ელგუჯა თურქაძე (გუჯა ქუთაისკი) რომელიც ბადრი კოღუაშვილის კლანის წევრია.
მიუხედავად ამისა ბესო კვინიხიძე "ქურდად აკურთხეს" კრიმინალური სამყაროს ერთერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის-შაქრო კალაშოვის, ახლო ნათესავის შალვა ოზმანოვის ხელდასხმით.
კრიმინალური სამყაროს საბოლოო ვერდიქტის დალოდებამდე კვინიხიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაავრცელა ხმოვანი შეტყობინება, რომ ის "კანონიერი ქურდია" და დამადასტურებელ წყაროდ კალაშოვის და სალიფოვის მხარდაჭერა დაასახელა.
აღნიშნულმა წარმოშობით თბილისელი კრიმინალური ავტორიტეტის, მოსკოვში გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად აღიარებული, 50 წლის ასატრიანის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
მალევე სალიფოვსა და ასატრიანს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც სალიფოვმა ასატრიანს პირდაპირ უთხრა, რომ ერთერთი ცნობილი "კანონიერი ქურდი" მას მოიხსენიებდა, როგორც "ნაგავს", და მიუხედავად ასეთი შეურაცხყოფისა მას რეაგირება არ მოუხდენია. "მოაგვარე ეს პრობლემა და გაარკვიე სიტუაცია, სხვა შემთხვევაში ნუ ახსენებ სადმე, რომ "კანონიერი ქურდი" ხარ"-ასეთი სიტყვებით მიმართა აზერბაიჯანელმა გავლენიანმა "კანონიერმა ქურდმა" ასატრიანს.
სხვა "კანონიერ ქურდებს" კი სალიფოვმა მოუწოდა არ გააკეთონ წინასწარ რაიმე სახის დასკვნა "ბესო რუსთავსკისთან" დაკავშირებით, მანამ სანამ ის ციხიდან არ გამოვა.
სატელეფონო საუბარში სალიფოვის სიტყვებმა, ასატრიანს რაიმეს თქმის საშუალება არ მისცა. როგორც სააგენტო "პრაიმ კრაიმი" იუწყება ორ გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტს შორის კონფლიქტი გარდაუვალია.
ასეა თუ ისე კვინიხიძის კოლონიიდან გამოსვლამდე ის რჩება უსტატუსოდ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, თუ რა გავლენის მქონე კრიმინალური ავტორიტეტები უწევენ მას მხარდაჭერას, მოსალოდნელია მისთვის სტატუსის დაბრუნება.

პ.ს
მე არ ვცნობ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს და ვთვლი, რომ ეს "კასტა" ახდენს ახალგაზრდა თაობის იდეოლოგიურად დამუშავებას და ხელს უწყობს მათი სწორი გზიდან აცდენას.





0
897
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
897