x
მსოფლიო ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოლოდინში

imageხვალ, მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ინგლისური გრანდები დაუპირისპირდებიან. საბოლოოდ გადაწყდება, თასი ლივერპულში წავა თუ ლონდონში. ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური ფინალი 2008 წელს ვიხილეთ, მაშინ ის შეხვედრა დრამატული აღმოჩნდა და თასი მანჩესტერელებს დარჩათ. იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალინდელი შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგება და მაყურებელი, პირველ რიგში, სანახაობას იხილავს. ამისთვის კი ყველაფერი გვაქვს: კლოპის შემტევი ფეხბურთი პოჩეტინოს კონტრშეტევებზე აგებულ თამაშს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, მწვრთნელების ურთიერთშეხვედრები. 10 დაპირისპირებიდან იურგენ კლოპმა 5 მოიგო, მაურისიო პოჩეტინომ კი მხოლოდ ერთი, ხოლო ოთხი შეხვედრაც ფრედ დასრულდა. ძალთა ბალანსი ლივერპულისკენ იხრება, თუმცა, ვნახოთ, ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ყველაფერი ხდება, მატჩის ბედი შესაძლოა მხოლოდ ერთმა შეცდომამ გადაწყვიტოს, რაშიც წლევანდელმა გათამაშებამაც დაგვარწმუნა. როგორც ლივერპულმა, ისე ტოტენჰემმა ნახევარფინალებში დიდი ფსიქოლოგიური მუხტი მიიღეს და ახლა შეეცდებიან ეს ფინალშიც გადაიტანონ. ლივერპულმა პრემიერ ლიგა უკვე წააგო, ამიტომ ამ სეზონში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიღა რჩება. კლოპის ლივერპული ევროსარბიელზე უკვე მესამედ იღებს ფინალში მონაწილეობას და თუ ეს ფინალიც წააგო, კლოპი ყველაზე უიღბლო მწვრთნელი იქნება ლივერპულთან ერთად. და ბოლოს, ორივე გუნდს სეზონის სტარტზე, ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენა ემუქრებოდა, თუმცა ინგლისელებმა გაგვაოცეს, ეს ბარიერიც გადალახეს და ახლა ერთმანეთს მადრიდულ ფინალში დაუპირისპირდებიან. იმის გათვალისწინებით, რომ 2018-2019 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონი მოულოდნელობებით იყო სავსე, ფინალშიც რაღაც სასწაულს უნდა ველოდოთ.

0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:ნუგზარ რეხვიაშვილი
ნუგზარ რეხვიაშვილი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0