x
ედგარ ალან პოს მისტიკური გარდაცვალება

imageმრავალ ლიტერატურულ მიღწევებს შორის ედგარ ალან პოს ფანტასტიკური დეტექტივის ჟანრის შექმნასაც მიაწერენ. ამის მიზეზი 1841 წელს დაწერილი „ მკვლელობა მორგის ქუჩაზე“ იყო, რომელიც ერთგვარი გზამკვლელი აღმოჩნდა გამომძიებლებისთვის შერლოკ ჰოლმსიდან ნენსი დრიუმდე. 1849 წელს კი თავად ავტორის გარდაცვალება ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამოუხსნელ გამოცანად დარჩა. 1849 წლის ივნისში პომ გემით მოგზაურობა დაიწყო, რათა მასალა შეეგროვებინა ლიტერატურული გაზეთის გამოსაცემად. იმავე წლის 27 სექტემბრისთვის უკვე რიჩმონდში, ვირჰჯინიაში, ბალტიმორში, მერილენდის შტატში უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი ნიუ-იორკში. გამგზავრების წინ ის ექიმს ეწვია რიჩმონდში გაციების გამო. შემდეგი დღეების შესახებ ცოტაა ცნობილი. 28 სექტემბერს ედგარი უკვე ბალტიმორში იყო, მაგრამ გზა ნიუ-იორკისკენ აღარ გაუგრძელებია. რამდენიმე დღეში ისევ ბალტიმორში გამოჩნდა, ერთ-ერთ ტავერნაში. უკვე ცუდად იყო. იქ მყოფთა თქმით, არაფერზე რეაგირებდა, რაც ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედებით ახსნეს. ადგილობრივ ექიმს გამოუძახეს და მალევე პო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველაზე უცნაური დეტალი ის იყო, რომ ის ტანსაცმელი, რაც პოს ეცვა, მისი არ იყო. ნაცვლად შავი ძვირადღირებული პიჯაკისა, მას იაფფასიანი პიჯაკი ეცვა და გაცვეთილი შლაპა ეხურა. საავადმყოფოში პოს გონება წარა-მარა ეკარგებოდა, როცა ფხიზლდებოდა ჰალუცინაციები ეწყებოდა. 7 ოქტომბერს ის გარდაიცვალა. ბალტიმორის გაზეთმა მისი გარდაცვალების შესახებ დაწერა, რომ გარდაცვალების მიზეზი ტვინის გაჩერება იყო. გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები გარდაცვალების მიზეზის. მეტნაკლებად დამაჯერებელი მიზეზი ალკოჰოლიზმი სახელდებოდა. ჯ. ე. სნოგდრასი, ექიმი, რომელმაც პო ტავერნაში დაინახა, ვარაუდობდა, რომ პომ ზედმეტი დალია და საბოლოოდ ალკოჰოლური შოკი გამოიწვია. მას ემხრობოდნენ სხვებიც, რომლებმაც თავად ნახეს პო ტავერნაში და მანამდეც იცოდნენ, რომ ალანი ბალტიმორში ნაცნობებს უნდა შეხვედროდა. მიუხედავად იმისა, რომ პო მართლაც იყო ტავერნაში, ეწინააღმდეგებოდა მის ხასიათს. ედგარ ალან პო მთელი ცხოვრება ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ გამოსვლებში იღებდა მონაწილეობას. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრეც სასმელდამოკიდებულთა მკურნალობის საზოგადოებას სტუმრობდა. პოს უკანასკნელი ავადმყოფობის ხანგრძლივობა და ის ფაქტი, რომ ის, როგორც ჩანს, ოდნავ მომჯობინდა საავადმყოფოში ჯანმრთელობის საბოლოო გაუარესებამდე, ასევე არ ემთხვეოდა ალკოჰოლით სიკვდილის გამოვლინებას. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ივარაუდეს ასევე დიაბეტი, გულის დაავადებები, ეპილეფსია, ტუბერკულოზი. ყველაზე დამაინტრიგებელი შესაძლო ვარიანტი მერილენდის უნივერსიტეტის ექიმებს ჰქონდათ, როცა მათ პოს გარდაცვალების მიზეზად ცოფი დაასახელეს. ფიქრობდნენ რომ, ედგარის ჯანმრთელობის გამოკეთება და მერე ისევ მეუარესება ცოფის ნიშნები იყო. გარდა ამისა, პოს ჯანმთელობის ისტორიაში ჩანაწერების მიხედვით, მას წყლის დალევა უჭირდა. შესაძლო იყო ეს ცოფის ერთ-ერთი გამოვლინება, წყლის შიში, ყოფილიყო. სხვა ვერსიით, პო შეიძლება ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო, რამდენადაც ტავერნა, სადაც პო იპოვეს, საარჩევნო დაწესებულება იყო ( 19-ე საუკუნეში ხმის მისაცემად დასალევი დაწესებულებებს იყენებდნენ) . შეიძლება პო ერთ-ერთ არჩევნების პროცესის მონაწილე შემთხვევით აღმოჩენილიყო. მოსყიდული ბანდების სქემით, რომლებიც კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ემსახურებოდნენ, ქუჩიდან იტაცებდნენ ნებისმიერს და აიძულებდნენ ხმა მიეცათ კონკრეტული კანდიდატისთვის. დაზარალებულებს ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ ან აიძულებდნენ, სასმელი დაელიათ, რომ ადვილად ეკონტროლებინათ. იყენებდნენ შენიღბვის მეთოდებსაც, რომ ერთი და იგივე ადამიანს რამდენიმეჯერ მიეცა ხმა. შესაძლოა ამით აიხსნებოდეს ედგარ ალან პოს ჩაცმულობა, როცა ის შეამჩნიეს. პოს უკანასკნელი დღეების ფრაგმენტული და ზოგი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, ძნელად იძლევა წარმოდგენას, რომ ოდესმე შესაძლებელია ნათელი პასუხის მიღება, რამ მოკლა ის.

0
310
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0