x
მეტი
  • 20.07.2019
  • სტატია:92546
  • ვიდეო:341557
  • სურათი:454559
,,ბევრი აღსარება მომისმენია,მაგრამ ასეთი არასოდეს''... რას იხსენებს პატრიარქი,რომელმაც ნოდარ დუმბაძის აღსარება ჩაიბარა

image

ნოდარ დუმბაძე საავადმყოფოში დიდხანს იწვა. პატრიარქი რამდენჯერმე მისულა მის სანახავად. ბოლოს, მწერალს დაუთხოვია ყველა ოთახიდან, მარტო დამტოვეთო. მაშინ აღსარება ჩაუბარებია უწმინდესისთვის, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე. ოთახიდან გამოსულ პატრიარქს უთქვამს: “რომ მქონდეს იმის უფლება, ნოდარმა აღსარებაში რაც მითხრა, ის განვაცხადო, მრევლს გავაასმაგებდი, მაგრამ ეს აღსარებაა და ამის თქმის უფლება არ მაქვს, ძალიან ბევრი აღსარება მომისმენია, მაგრამ ასეთი არასოდეს, მზად იმქვეყნიური ცხოვრებისთვის ასე მომზადებული ჯერ ადამიანი არ შემხვედრია''.

ნოდარ დუმბაძის შვილი იხსენებს: ერთხელ, შემთხვევით შევხვდი პატრიარქს ყაზბეგში, რომელიც მამასთან ბოლო შეხვედრას მოყვა: რომ შევედი ნოდართან პალატაში, მომაკვდავი ფეხზე ამდგარი დამხვდაო. მამა მონიტორზე შეერთებული იყო, სულ მავთულებში გახლართული და დღემდე მიკვირს, როგორ შეძლო ფეხზე წამოდგომა. უწმინდესს უთქვამს, ნოდარ, დაბრძანდიო. მამას უპასუხია, არა, პატრიარქს დამჯდარი ვერ შევხვდებიო. ეს დეტალი მართლა არ ვიცოდი, იმიტომ, რომ მამამ გვითხრა, თქვენ გადით, პატრიარქთან მარტო უნდა დავრჩეო. მე, დედა და მანანა გამოვედით. ნამდვილი სასწაულია, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოუდგა მომაკვდავი კაცი უწმინდესს.

0
2105
4-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჩიტაია
სოფიო ჩიტაია
2105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0