x
image
გემი დალანდი
13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი, რომელთა ცოდნაც თქვენს სიცოცხლეს იხსნის
image


ტრავმა და სიკვდილიც კი შეიძლება თავიდან ავირიდოთ, თუ კრიტიკულ სიტუაციებში სწორად ვიმოქმედებთ. ზოგჯერ უბრალო ფაქტის ცოდნაც კი საკმარისია, რომ გადარჩენის შანსი გაიზარდოს ან ვინმეს შველა შევძლოთ.


1. თუ ტყეში დათვს გადაეყარეთ

imageგახსოვდეთ, ამ ცხოველის სუსტი წერტილი - მანევრირებაა. დათვები კარგად დარბიან და ცოცვაც შეუძლიათ - ამაში ნუ გაეჯიბრებით, მაგრამ ძალიან უჭირთ რამის, თუნდაც ხის გარშემო სირბილი. ამიტომ, მისგან თავის დასაღწევად სწორედ ასეთი რთული მანევრები გამოიყენეთ. ადრე თუ გვიან ჩათვლის, რომ თქვენი დევნა დაკარგულ ძალებად არ ღირს და თავს დაგანებებთ.


თუმცა, პანიკაში ნუ ჩავარდებით, თუ დათვი აგრესიას არ ამჟღავნებს. თუ უბრალოდ შორიდან გაკვირდებათ, იდექით გაუნძრევლად. ის უბრალოდ ცდილობს გაიგოს, რა არსებასთან აქვს საქმე და რის გაკეთებას აპირებთ. თუ ნელა წამოვა თქვენკენ, თქვენც ნელა დაიხიეთ უკან. როგორც წესი, დათვები იშვიათად ესხმიან თავს ადამიანებს და როცა მიხვდება, რომ საქმე ადამიანთან აქვს, დიდი ალბათობით, თავს დაგანებებთ.


2.თევზის ან შარდის სუნი სახლში

თუ ამ სუნის წარმოშობის მიზეზი უცნობია და არც თევზს და არც ჰიგიენას არ უკავშირდება, დიდი ალბათობით მას დამდნარი სადენები გამოსცემენ. დაუყოვნებლივ გამორთეთ სახლში ელექტროენერგია. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში ამან შესაძლოა ხანძარი და აფეთქებაც კი გამოიწვიოს.


3.დინება, რომელიც ზღვაში გიტაცებთ

imageთუ ასეთ დინებაში მოყევით, მის საწინააღმდეგოდ, ანუ ნაპირისკენ ცურვას აზრი არ აქვს. ასე მხოლოდ ძალებს დახარჯავთ. გაცურეთ ნაპირის პარალელურად, სანამ დინებას თავს არ დააღწევთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაცურეთ ნაპირის მიმართულებით.


4. ასპირინი გულის შეტევისას

სულ ერთ აბ ასპირინს შეუძლია საგრძნობლად გააუმჯობესოს სიტუაცია. ავადმყოფი ნელ-ნელა უნდა წამოაწვინოთ და თავქვეშ რამე ამოუდოთ, ან დასვათ და წამალი მისცეთ, რომელიც კარგად უნდა დაღეჭოს.


5.მზის დარტყმის დიაგნოსტიკა

მზის დარტყმის დროს ადამიანს თავბრუსხვევა და გულისრევა აღენიშნება, მაგრამ ეს სიმპტომები შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული. იმისთვის, რომ შევამოწმოთ, ნამდვილად მზის დარტყმასთან გვაქვს თუ არა საქმე, რაიმე ტკბილი უნდა შევჭამოთ. თუ უსიამოვნო გემო იგრძენით - ეს მზის დარტყმაა.


6. უბრალო მანიპულაცია ადამიანის გრძნობაზე მოსაყვანად

imageთუ ადამიანმა გონება დაკარგა, დააწვინეთ ზურგზე, ფეხები მუხლებში მოუხარეთ და მკერდისკენ წაუწიეთ, როგორც სურათზე გამოსახული. ასე სისხლის ნაკადი ტვინისკენ წავა და დაზარალებული გონს მოვა. თუმცა, ჯერ დარწმუნდით, რომ ფეხებზე ან წელზე ტრავმა არ აღენიშნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სიტუაცია გააუარესოთ.


7.შხამიანი გველის ნაკბენის დროს

გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, შხამის გამოწოვა ნაკბენიდან, ცივი საფენის დადება, ლახტის მოჭერა ან ნაკბენის მოწვა არ შეიძლება. სანამ ექიმთან მიხვალთ, ბევრი სითხე უნდა დალიოთ და ანტიჰისტამინური საშუალებები მიიღოთ. ნაკბენ ადგილს რაც შეეხება, უმჯობესია ხელი არ ახლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შხამის გავრცელებას ორგანიზმში ხელი შეუწყოთ.


8.თუ ადამიანი წყალში იხრჩობა

თუ ასეთი ადამიანის გადარჩენა და გრძნობაზე მოყვანა მოახერხეთ, ეს არ ნიშნავს, რომ მას საფრთხე აღარ ემუქრება. აუცილებელია საავადმყოფოში წაიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მის ფილტვებში სულ მცირე წყალიც კი დარჩა, ადამიანი შესაძლოა რამდენიმე დღეში გარდაიცვალოს.


9.როგორ გავტეხოთ საქარე მინა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს

imageზოგჯერ, შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როცა მანქანის კარს ვერ აღებთ და ერთადერთი გამოსავალი საქარე მინის ჩამტვრევაა. გახსოვდეთ, მინას უფრო ადვილად ჩაამტვრევთ, თუ კიდეებში დაარტყამთ და არა ცენტრში. თუ სავარძლის თავმისადებს მოხსნით, მისი საშუალებით უფრო ადვილად შეძლებთ საქარე მინის ჩამტვრევას.


10.ხანძარი წყლიანი ბოთლის გამო

უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეთი რამ ნამდვილად შეიძლება მოხდეს, თუ ასეთ ბოთლს მზეზე დიდხანს დატოვებთ. ამ შემთხვევაში წყლიანი ბოთლი ლინზის როლს თამაშობს და მზის სხივების შეკრებას ერთ წერტილში ახდენს.შედეგად კი შესაძლოა აალება მოხდეს. ამიტომ, ასეთი ჭურჭელი, მანქანაში თუ სახლში, მზეს უნდა მოარიდოთ.


11.ყოველთვის იქონიეთ თან ანტიჰისტამინური პრეპარატები

შესაძლოა ისეთ რამეზე აღმოგაჩნდეთ ალერგია, რასაც აქამდე ვერ წარმოიდგენდით. თანაც, ისეთი ძლიერი ფორმით, რომ იმ ქვეყნადაც კი გაგისტუმროთ. ეს განსაკუთრებით მოგზაურობას ეხება. როცა ადამიანები ახალ დელიკატესებს უსინჯავენ გემოს, ახალ მცენარეებს ეხებიან და ა.შ.


12.წყალი პლაჟზე ძალიან დაშორებულია ნაპირს

imageოკეანის მოცარიელებული ნაპირი (უკან მეტისმეტად დახეული წყალი) მოსალოდნელი ცუნამის ნიშანია. თუკი ასეთ რამეს შენიშნავთ, გააფრთხილეთ გარშემომყოფები და გაიქეცით.

2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მომხდარი ცუნამის წინადღეს ამ ნიშანს ყურადღება არ მიაქციეს. პირიქით, ადამიანები გახარებულები დადიოდნენ იმ ადგილას, სადაც მანამდე წყალი იყო და ნიჟარებს და თევზებს აგროვებდნენ. თუმცა, პლიაჟზე მაინც აღმოჩნდენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რისი მომასწავებელიც იყო ეს ფაქტი. ესენი იყვენენ 10 წლის ინგლისელი გოგონა ტილი სმიტი და ბიოლოგიის მასწავლებელი ჯონ ჩროსტონი. მათ უამრავი ადამიანი გააფრთხილეს და ამ გზით მათი სიცოცხლე იხსნეს.


13. სამიანების წესი

რთულ სიტუაციებში მოხვედრისას გახსოვდეთ, რომ ადამიანს შეუძლია გაძლოს:

3 წუთი ჰაერის გარეშე

3 საათი ექსტრემალურ ტემპერატურაში

3 დღე უწყლოდ

3 კვირა საჭმლის გარეშე

გახსოვდეთ ეს ყველაფერი და პრიორიტეტების განსაზღვრისას და გეგმის შედგენისას მათი გათვალისწინებით იმოქმედეთ. ამ შემთხვევაში გადარჩენის შანსი უფრო იზრდება.




0
3446
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
3446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0