x
image
Teklamaisuraze
სიცილიის განგსტერული ისტორიები 1, ,, მაფია"
იტალიური კრიმინალური დაჯგუფებები “ მაფია " თანდათანობით მოედვნენ პატარა კუნძულ სიცილიას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ყაჩაღთა რაზმები იქ საუკუნეების განმავლობაში დათარეშობდნენ. და ადამიანებს იტაცებდნენ გამოსასყიდისათვის.

image

VIII საუკუნისთვის ზოგიერთმა ბანდამ და მათმა ლიდერებმა სახელიც გაითქვეს. ამ ბანდიტიზმის საფუძველზე აღმოცენდა განგსტერული კულტურა. რომელმაც მთელი სიცილია მოიცვა.

მაფიამ თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია გადასახადების აკრეფა, საკუთარ თავზე აიღო პოლიციის ფუნქცია, და ამგვარად კუნძულის ფინანსური სისტემის გაკონტროლება ჩაიგდო ხელთ.


image

ყველას ვინც წინ აღუდგებოდა, მყისიერად და დაუნდობლად უსწორდებოდნენ. რამაც მაფიის მიმართ საყოველთაო შიში წარმოქმნა. შედეგად მაფიის წევრები კანონისთვის ხელშეუხებელნი გახდნენ. და იმასაც მიაღწიეს რომ მათთვის სასურველი პოლიტიკოსი აერჩიათ.

image

ხელისუფლებასთან მაფიის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც მან ეკლესიასთან საერთო ენის გამონახვა მოახერხა.

მაფიის გავლენა მალე გასცდა იტალიის და სიცილიის საზღვრებს. და XX საუკუნის დასაწყისში დაჯგუფებების ათასობით წევრი, მეტწილად არალეგალურად შეერთებულ შტატებში დამკვიდრდა.

image

მალე მაფიის საცეცები ამერიკის ცხოვრების ყველა სფეროს მოედო, ხოლო ნარკოტიკებით ვაჭრობის ინდუსტრიაში მისი წამყვანი როლის გამო, მაფიამ სწრაფად შექმნა საკუთარი ქსელი ბრიტანეთში. კანადასა და ავსტრალიაში.

image

მიუხედავად იმისა, რომ მაფიის წევრთა უმრავლესობა დაუნდობელი კრიმინალი იყო, მათი ცხოვრების სტილი საზოგადოებისთვის ძალზე მიმზიდველი გახდა. და ბევრი ადამიანის ცნობიერება დაიპყრო, როგორც რეალურ სამყაროში, ასევე კინოფილმებში. უამრავი ადამიანი დგებოდა რიგში განგსტერული ფილმების სანახავად.

0
258
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0