x
ბაბუა და შვილიშვილი

image
ბაბუ, ბაბუ, რისი ხეა ეს, რომ რგავ? ---წაბლია, ბაბუ, წაბლი. შენთან ერთად გაიზრდება ეს ხე ბაბუ და გაგახსენდები, იტყვი: ბაბუამ დარგო ეს ხე. --ბაბუ წაბლი რომელია? ---ზღარბი ხომ იცი, ბაბუ, აი ისეთია გარედან, შიგ კი გემრიელი ნაყოფი აქვს. --- გიყვარს ბაბუ წაბლი? კი ბაბუ მიყვარს, მაგრამ მე ამ წაბლის გაზრდას ვერ მოვესწრები. აი შენ კი გემრიელად მიირთმევ. ---რატომ რგავ, ბაბუ მაშინ ამ ხეს, შენ თუ ვერ შეჭამ? ---შენთვის ვრგავ, ბაბუ, შენთვის. აი იმ ბლის ხეს ხომ ხედავ, ის ჩემი ბაბუას დარგულია. ის ვერ მოესწრო მის გაზრდას, მაგრამ ხომ ხედავ მე და შენ გემრიელად მივირთმევთ მის ნაყოფს, შვილიშვილისთვის მაინც გაურკვეველი იყო თუ რატომ რგავდა ბაბუა ხეს და რატომ ვერ შეჭამდა მის ნაყოფს. ის ხომ ჯერ სამი წლის არის. ბევრი რამ არ ესმის. ვერც ის გაურკვევია ბაბუის ბაბუამ რომ ხე დარგო ამ დრომდე როგორ მოაღწია და ის ბაბუა სად არის ახლა ბაბუა რომ ახსენებ. არ ისვენებს პატარა ბიჭი კითხვებით. რაც კი მოუვა მის პატარა თავში ყველაფერს ბაბუას ეკითხება . ---ბაბუ შენ სად მიდიხარ? რატომ არ ჭამს წაბლს? ---ეხ, ბაბუ, დავბერდი მე უკვე და წავალ იქ, სადაც შენი ლამაზი ბებოა. მომენატრა. ცოდოა ის იქ უჩემოდ. შენ კი ჩემო ბიჭო, დიდი უნდა გაიზარდო. მერე შენც დარგავ ხეს და დაუტოვებ შენს შვილიშვილებს. წაბლის ხე გაიზარდა ბიჭთან ერთად. ნაყოფიც გამოისხა პირველი. გაახსენდა ბაბუა, რომელიც ბუნდოვნად ახსოვს თუ რას ეუბნებოდა .—„სასაფლაოზე უნდა წავიდე მოვინახულო ჩემი ბაბუა“ იქვე მყოფ მეგობარს უთხრა ბიჭმა. აიღო მიწიდან წაბლის ხის რამდენიმე ნაყოფი და ბაბუას საფლავს მიაკითხა.ცრემლები მოადგა თვალზე ბიჭს, თვალწინ დაუდგა ის დღე წაბლის ხეს რომ რგავდნენ ორივე ერთად, აღიდგინა მეხსიერებაში თითოეული დეტალი იმ დღის. მეც უნდა დავრგო ხე, ისეთი რომ ჩემს შვილიშვილს ახსოვდეს ჩემსავით თუ როგორი ბაბუა ყავდა. რამდენიმ წლის შემდეგ ის პატარა ბიჭი უკვე ბაბუა იყო და თავის შვილიშვილთან ერთად რგავდა მსხლის ხეს....

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0