x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
წარსულის დაბრუნება (1 თავი )
image


მაღვიძარას ხმა მაღვიძებს.....

თავის გადატრიალება მეზარება, ზუსტად ვიცი რომ ადგომის დროა, მაგრამ 5 წუთიან ძილში ახლა რას არ დავთმობდი.....


კადრებივით გამირბინა გუშინდელმა საღამომ. მეგობრებთან ერთად მძიმე სამუშაო კვირის შეჯამება ფინჯანი ყავით რომ გადავწყვიტეთ, თუმცა კაფის ნაცვლად ბარში როგორ აღმოვჩნდით ახლაც არ მახსოვს. შემდეგ 1 ჭიქას მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ყველამ ერთად აღმოვაჩინეთ რომ მაგრად ვცეკვავთ და თითქმის მთელი ღამე საცეკვაო მოედნიდან ვერავინ გამოგვაგდო, ცეკვისგან მოგვრილ სიცხეს ისევ "ვოდკარედბულით" ვაგრილებდით და ასე, დაუსრულებლად.....



ბარიდან გამოსულებმა შენ დაგინახე და უცბად გამომფხიზლდა.....გული ისეთი ხმით მიცემდა, მეგონა ყველას ესმოდა....


ნეტა თუ დამინახავს, გავიფიქრე და თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობსო, შემომხედე და ვითომც არფერი, ჩვეულებრივად გააგრძელე გვერდით მყოფებთან საუბარი....


"დავიჯერო ვერ მიცნო? ნუთუ ასე შევიცვალე"- ვფიქრობდი გულში. თითებზე გადავთვალე და 1 წელი და 11 თვე გასულა....არადა არ მგონია ასე შევცვლილიყავი რომ ვერ გეცნე....


გული ჩამწყდა. მოვტრიალდი, მეგობრებს დავემშვიდობე და ენერგიულად ავუქნიე ხელი მოახლოებულ "ტაქსის" .


image


სახლისკენ მიმავალი ვიხსენებდი ბოლო შეხვედრას და როგორც მაშინ, ახლაც ვერ ვხვდებოდი რატომ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, რატომ მივიღეთ ერთხმად დაშორების გადაწყვეტილება, უფრო სწორად როგორ გუთხარი რომ არ მინდოდა შენთან და შენც არ გაგიპროტესტებია. ამ ფიქრებში ისე მივედი სახლამდე არც გამიგია. მძღოლს ფული გადავუხადე და ტაქსიდან გადმოვედი. ხარბად შევისუნთქე სუფთა ჰაერი და ცას ავხედე. მხოლოდ ერთი ვარსკვლავი კიაფობდა მკვეთრად.


ისევ ფიქრებში წავედი... ტელეფონზე ერთ-ერთი საუბრისას მითხარი რომ გული გწყდება როცა ცაში იყურები, თბილისში ვარსკვლავები აღარ არიანო, სევდიანი ხმით შემომჩივლე. მართლაც აღარ ყოფილან, ის ერთია ობლად, მარტოსული. მარტოსულზე ისევ ჩემი თავი გამახსენდა, მეც ასე ვარ, შენს მერე 2-ჯერ ვცადე, მაგრამ არცერთთან გამოვიდა, ყველას შენ გადარებ და ვხვდები რომ არაფერი გამოვა....


მაღვიძარამ კვლავ შემახსენა რომ ადგომის დროა და უცბად გამახსენდა რომ შაბათია და ეს ოხერი მაღვიძარა დამავიწყდა, რომ გამომერთო.....ტელეფონისკენ ვწევ ხელს და ვიდრე გავთიშავ ეკრანს ვუყურებ....მესენჯერი 4 წერილს მიჩვენებს...ხელის კანკალით ვხსნი, გულის სიღრმეში მინდა რომ ერთი მაინც იყოს შენი....


image


ოთხივე მონიკასგანაა...." ან, ცოცხალი ხარ გოგო?" "თავი მტკივა მისკდება, ამო რა ყავა დავლიოთ" "რა უცბად გაიქეცი, რამე მოხდა?" ""ის დაინახე და იმიტომ გაიქეცი ხო ასე"


ტელეფონს ვდებ, თვალებს ვხუჭავ და ვფიქრობ რა ვუპასუხო, ავიდე თუ სახლში დავრჩე და ძილი გავაგრძელო....მაგრამ დამეძინება კი, ტელეფონმა ისევ დაიწკაპუნა....


"აუუ, ეს გოგო ხო არ ჩერდება რააა..."ტელეფონს ვიღებ და ...არ მეჩვენება ისაა....

"წითელი ფერი ძალიან გიხდება"

საწოლში წამოვჯექი, ახლა რა ვქნა, ვუპასუხო? ვუთხრა რომ მეც დავინახე? თუ თავი მოვისულელო ვითომ არ დამინახავს? მოდი ავალ მონიკასთან და რჩევას ვკითხავ....აუ, რომ დავსინე როგორ არ ვუპასუხო?

ტელეფონს ვიღებ, ნომერს ვკრეფ და გაბმული ზარის ხმა მესმის, და უცბად მესმის მონიკას ხმა.

"ან, მოდიხარ? ამო რა ერთი სული მაქვს როდის მოხვა, რაღაცეები მაინტერესებს"....მე ჩუმად ვარ, რომ მორჩა საუბარს ვეუბნები მხოლოდ ერთ სიტყვას: "მომწერა"

სიჩუმეა, სუნთქვაც შეაჩერა ამ გოგომ მგონი, 2 წამიანი პაუზა და მისი კივილი "მერეეეე"...


15 წუთში შენთან ვიქნები, ვეუბნები და ვუთიშავ.....


(გაგრძელება იქნება.....)

0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0