x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ერთადერთი სკოლა, სადაც სწავლის საფასურს ნაგვით იხდიან
ინდოეთში არსებობს სკოლა, რომელმაც რეალობად აქცია ცნობილი გამოთქმა: "ფული ნაგავია" (ქართულად ეს ანდაზა ასე ჟღერს: ''ფული-ხელის ჭუჭყია''). ამ სასწავლებელში მოსწავლეები სწავლის საფასურს ფულით კი არ იხდიან, არამედ ნაგვით - უფრო სწორად პლასტმასის ნარჩენებით.



image



ასამის შტატში მდებარე სკოლა აკშარი ნამდვილად უნიკალურია-ყოველ დილით სკოლისაკენ მიმავალ ბავშვებს ხელში ჩანთებთან ერთად პლასტმასის ნარჩენებით სავსე პარკები უჭირავთ.



image




სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, მაზინ მუხტარი ყვება, რომ ორიგინალური სკოლის დაარსების იდეა მან თავის ცოლს ჯერ კიდევ 2013 წელს გაანდო, როცა მათ ერთმანეთი გაიცნეს. "ჩვენ ორივენი ვოცნებობდით იმაზე, რომ დაგვეარსებინა ახალი ტიპის სკოლა, რომელიც ღარიბი ბავშვებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. პროექტის ხორცშესხმაზე ფიქრი გაცნობისთანავე დავიწყეთ, ხოლო 2016 წელს კი გავხსენით სკოლა, რომელსაც სახელად ''აკშარ ფორუმი'' ვუწოდეთ.



image


"როცა სკოლასთან უტილიზაციის ცენტრი გავხსენით, მშობლები თავდაპირველად ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. მაშინ მოვიფიქრეთ დაგვეწესებინა სწავლის "საფასური"-პლასტმასის ნარჩენები, რათა ამით იძულებული გაგვეხადა ადამიანები ჩვენთვის მოეწოდებინათ პლასტიკური ნაგავი. სკოლა უფასო იყო დაარსების დღიდან, ერთადერთი გადასახადი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ-პლასტმასის ნარჩენებია. ფაქტიურად ეს ჰგავს აუცილებლად შესასრულებელ საშინაო დავალებას, თუმცა ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთხელ შეახსენოს მშობლებს: თქვენ აბსოლუტურად არაფერს არ იხდით თქვენი შვილების განათლების მიღების სანაცვლოდ; ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ჩვენთვის და თქვენი შვილებისათვის, ესაა ის, რომ პლასტმასის ნარჩენები სანაგვეზე კი არ გადაყაროთ და გარემო დააბინძუროთ, არამედ მოგვიტანოთ ის გადასამუშავებლად", -ამბობს სკოლის დამაარსებელი მაზინ მუხტარი.



image



"ეს იდეა დაიბადა მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობდით ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს რაიონში და ზოგადად, ქვეყანაში არსებობს. მე დღემდე მახსოვს, როგორ ივსებოდა ტოქსიკური კვამლით საკლასო ოთახი, როცა ვინმე პლასტმასის ნაგავს წვავდა სკოლასთან ახლოს. ჩვენთან მიღებულია ნაგვის დაწვა სახლის გასათბობად. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეცვალა ეს ჩვეულება და დავაწესეთ "სწავლის გადასახადი"- პლასტიკური ნაგვის სახით", - თავის აზრს გვიზიარებს სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი პარმიტა სარმა.



image



მანამ, სანამ ეს სკოლა დაარსდებოდა, ბავშვების უმეტესობა სოფლის განაპირას არსებულ ქვის სამტეხლოზე მუშაობდა. საკმაოდ მძიმე შრომაში ისინი დღეში 2 დოლარ ხელფასს იღებდნენ. რადგან სკოლას ამ თანხის გადახდა ბავშვებისთვის არ შეეძლო, მოძებნილი იქნა ალტერნატიული გზა: აკშარმა უფროსკლასელებს შესთავაზა ასწავლონ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს და ამით გამოიმუშაონ სათამაშო ბანკნოტები, რომლითაც შესაძლებელია საუზმის, საკანცელარიო ნივთების და ტანსაცმლის შეძენა.

მოსწავლეებს აგრეთვე შეუძლიათ სთხოვონ მასწავლებლებს ინტერნეტიდან გამოიწერონ მათთვის სასურველი ნივთი. მასწავლებლები ბავშვების მიერ გამომუშავებულ სათამაშო ბანკნოტებს ნამდვილ ფულზე ცვლიან და Amazon-იდან იწერენ იმას, რაც მოზარდს სჭირდება.



image



სკოლაში ხშირად ეწყობა საგანმანათლებლო ლექციები მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის იმის შესახებ, თუ რა მავნეა პლასტიკური ნარჩენები გარემოსათვის. პარმიტა ამბობს, რომ ბევრი მოსწავლის მშობელი ამ ლექციების მოსმენამდე ნაგავს წვავდა, რათა გაეთბოთ სახლები. როცა მათ გაიგეს, თუ რა საფრთხეში აგდებდნენ ამით თავიანთ შვილებს, ისინი თავზარდაცემულები იყვნენ და განაცხადეს, რომ ამას აღარასოდეს გააკეთებენ.



image



"ჩვენი მოსწავლეები სულ უფრო და უფრო მეტს სწავლობენ, რომ მეტი გამოიმუშაონ-ჩვენ მათ ვუხდით მათი ცოდნის და ჩვევების შესაბამისად და ვაჯარიმებთ ცუდი ქცევებისთვის. როცა მოსწავლეები სწავლების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადადიან, მათი "ხელფასი" იზრდება. ბავშვები ძალიან არიან დაინტერესებული იყვნენ იდეალური და სამაგალითო მოსწავლეები.



image



"ვცდილობთ თითოეულ მოსწავლეს ვაპოვნინოთ ცხოვრებაში მისი ადგილი. ბავშვები სკოლაში მანამდე რჩებიან, სანამ მათ კოლეჯში არ მოვაწყობთ ან არ შეისწავლიან რაიმე პროფესიას. 12-18 წლის მოზარდები სასკოლო საგნებთან ერთად რაიმე პროფესიასაც ეუფლებიან. ინგლისურ ენას, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას ყველა სწავლობს, მაგრამ უფროს კლასებში ამას ემატება საზეინკლო საქმე, ნარჩენების უტილიზაციის კურსი, კერვა, ქარგვა, ფოტოგრაფია. სულ ახლახან ჩვენ დავამატეთ მზის ენერგიის გამოყენების შემსწავლელი კურსიც'', - ამბობენ სკოლის დამაარსებლები.



image



''თავდაპირველად სკოლაში 20 ბაბვშვი დადიოდა, ახლა მათი რიცხვი 110-მდე გაზარდა. კვირაში ერთხელ ყველა მოსწავლეს მოაქვს შეგროვებული პლასტიკური ნაგავი. ამით ისინი თავიანთ წილს დებენ ძალიან დიდ საქმეში. თავიდან ყველა ჩვენი მოსწავლე მცირეწლოვან მუშას წარმოადგენდა. ახლა ისინი ფულს სკოლაში გამოიმუშავებენ, ასწავლიან უმცროსკლასელებს, ხოლო გაკვეთილების შემდეგ მუშაობენ პლასტმასის გადამუშავების ცენტრში, რომელიც სკოლასთან ფუნქციონირებს.



image



პლასტიკური ბოთლების და სხვა საგნების გადამამუშავებელ ცენტრში სპეციალური მოწყობილობების საშუალებით ამზადებენ ეკო-აგურებს. მათი გამოყენება სავსებით შესაძლებელია მშენებლობაზე.

"უახლოეს მომავალში ვგეგმავთ გოგონბის ტუალეტის აშენებას, სადაც სწორედ ჩვენს მიერ გამოშვებული ეკო-აგურები იქნება გამოყენებული", -ამბობს მაზინ მუხტარი.



image



მაზინი და პარმიტა-წყვილი, რომელმაც ეს უნიკალური სკოლა დააარსა, ოცნებობენ მომავალში მსგავსი ტიპის ასამდე სასწავლო დაწესებულება გახსნან მთელი ინდოეთის მასშტაბით.

4
227
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
227
  
2019, 1 ივნისი, 0:24
კარგი იყო ბავშვობა ნამცდვილად....
2019, 31 მაისი, 23:02
კარტოფილი იმერეთში არ იყო, მაგრამ რთველში კი დავყავდით ხოლმე. მართლა კარგი დრო იყო-უდარდელი და სიყვარულით სავსე
2019, 31 მაისი, 8:58
ჩვენც დავყავდით კარტოფილის ასაკრეფად ხარკოვის სკოლების მოსწავლეები, ოღონდ დატვირთვა არგვევალებოდა.
რა გემო ჰქონდა პურზე წასმულ ჯემს, ეეჰ კარგი იყო ბავშვობა....
2019, 30 მაისი, 23:59
გამახსენდა ჩემი ბავშვობა კომუნისტების დროს სკოლიდან მივყავდით კართოფილის ასაკრეფად და მერე ვტვირთავდით ავტომობილს მიქონდა ჩასაბარებლად
0 1 4