x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დედა ტრაილერს ჩაუვარდა და შვილები სიკვდილისგან იხსნა(ვიდეო)
image

დედის გმირული საქციელის შედეგად ორი მცირეწლოვანი შვილი გადარჩა, თვითონ ქალი კი დაიღუპა.


ტრაგედია ქალაქ ბარნაული-რუბცოვსკის გზატკეცილზე დატრიალდა, რის შედეგად გარდაიცვალა 36 წლის იულია სავენკოვა, საკუთარი ორი მცირეწლოვანი შვილი კი გადაარჩინა, რომლებიც ავტომობილში ისხდნენ.

image


როგორც ცნობილი გახდა, გზატკეცილის გასწვრივ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ძლიერი კვამლი დააყენა, რის შედეგადაც ხედვადობა ნულამდე დაეცა, შესაბამისად მოხდა ავტოავარიაც, რამაც საცობი გამოიწვია, მათ შორის იყო იულია სავენკოვას თეთრი "ფორდიც".როგორც მოწმეები იხსენებენ, ქალი გადმოვიდა მანქანიდან და უკანა კარი გააღო, სადაც როგორც მოგვიანებით გაირკვა მისი ორი მცირეწლოვანი ბიჭი იჯდა(4 და 11 წლის).

image

ამ დროს უკნიდან მოდიოდა ტრაილერი, კვამლის გამო აშკარა იყო, რომ მძღოლი ვერ ხედავდა მის წინ მდგომ "ფორდს", ქალი ამ დროს ტრაილერისკენ გაქანდა და წინ გადაუდგა.

"სატვირთო მაინც დაეჯახა იმ ავტომობილს, სადაც ბავშვები ისხდნენ, მაგრამ უკვე მცირე ძალით, დედა კი ბორბლებში ჩაყვარდა ფურას და დაიღუპა"(ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან)

image

image

0
134
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0