x
მსახიობების უცნაური გატაცებები

image

1. ანჯელინა ჯოლი 12 წლის ასაკიდან აგროვებს დანებს. პირველად, ჯოლიმ საჩუქრად დანა დედისგან მიიღო. ანჯელინას ვაჟი მადოქსიც ასევე დაინტერესებულია დანების კოლექციით. ჯოლის მოსწონს ფოლადის დასაკეცი დანები -420HC ფოლადი, 10 სმ-იანი პირით და თერმოპლასტიკატის ტარით, ასევე ბრაუნინგის დანები -3G ლამინირებული ფხვნილოვანი ფოლადის და სპილოს ძვლის ან მიკარტის ტარით …

image

2. კვენტინ ჯერომ ტარანტინო არის ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. კვენტინს არაერთი საყვარელი ჰობი აქვს.არის პინბოლის (სამაგიდო თამაშის) ფანატი და ტარანტინომ გადაწყვიტა საკუთარ სახლში სათამაშო ოთახის მოწყობა რამდენიმე Pinball-ის ავტომატით, რომლებზეც ყველა რეკორდი ეკუთვნის მხოლოდ მას.

ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა:“ მე, კვენტინ ჯერომ ტარანტინო – გამოსული ფილმების ფირების ასლებს ვაგროვებ, ეს ჩემი მეორე ჰობია, კინომანისთვის ამ ფირების ყურება იგივეა, რაც ჰაშიშის მოწევა. ასევე ქალის ფეხისგული ჩემი ფეტიშია. რაც უფრო მეტი ფეხისგულია კადრში, მით უკეთესია. ისინი ძალიან ტელეგენურები არიან”.

image

3. ჯონი დეპი დაბადებულია კოლექციონერად. ის დიდი მონდომებით აგროვებდა კბილის საბურღ მანქანებს (ბორმანქანა) თავისი აქსესუარებით… აგროვებდა და ეხლაც აგროვებს ხოჭოებს, ღამურებს, ტარაკნებს, ქამელეონებს; ჯონის აქვს ხოჭოების და ტარაკნების საყვარელი კერძო მაღაზია, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის დედაქალაქ -პარიზში, კერძოდ კი პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ქუჩაზე– „ელისეის მინდვრებზე“.

საინტერესოა დეპის ნივთებ – საქონლის კოლექცია, როგორიცაა იატაკის ლამფების, ტორშერების, ჭაღების და ანტიკური „art deco“- ს ავეჯის კოლექცია.

image

0
107
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჩიტაია
სოფიო ჩიტაია
107